ავტორიზაცია
ელექტრონული სწავლების პორტალი (ELStudy)
ავტორი: ნათია ბექაურითანაავტორები: გორგოძე გოგა, კობაიძე გიორგი, ასათიანი მარიამ, ბიჭოშვილი თამარი, კაჭიური თორნიკე
საკვანძო სიტყვები: პროგრამა, არქიტექტურა, უფართხოება, ელექტრონული, სწავლება, დასაქმება, სტატისტიკა, სიახლეები, კითხვა, ცხრილი, საგანი, უნარჩვევები, სქილები
ანოტაცია:
პორტალის მომხმარებლები არიან ადმინისტრატორი, პედაგოგები და სტუდენტები, პედაგოგი დროითი ბადით (დღეების, საათების, აქტივობის ტიპისა და სასურველი აუდიტორიების მიხედვით) ადგენს სასწავლო კურსის განრიგს თავის მიერ არჩეულ საგანში. საგნის ცხრილის შედგენა საბოლოოდ ხორციელდება ადმინისტრატორის დასტურის საფუძველზე. პედაგოგი ადგენს სემესტრულ დროით განრიგს და ეტაპობრივად ამდიდრებს მას სასწავლო მასალით- თემის შესაბამისი დოკუმენტებით, სავარჯიშოებით, საკონტროლო კითხვა/დავალებებით. ვებ-გვერდზე არსებობს რეიტინგების სია, რომელშიც ხვდებიან მხოლოდ ფრიადოსანი სტუდენტები, რაც უფრო დიდ სტიმულს აძლევს ახალგაზრდებს. საკუთარ საგანში პედაგოგს შეუძლია ასევე ატვირთოს ღია და მხოლოდ საგანზე ჩაწერილი სტუდენტებისთვის განკუთვნილი სიახლეები, უპასუხოს საგნის პროფილზე დასმულ კითხვებს (კითხვის დასმა მხოლოდ საგანზე ჩაწერილ სტუდენტებს შეუძლიათ). სტუდენტს შეუძლია ჩაეწეროს ნებისმიერ საგანზე და Follow -ის შედეგად მიიღოს წვდომა საგნის დროით ბადეზე, სიახლეებსა და კითხვებზე, შეუძლია დასვას კითხვა კონკრეტულ საგანთან დაკავშირებით და ასევე უპასუხოს სხვის მიერ დასმულ კითხვას. კურსები, რომლებსაც გაივლის სტუდენტი, იწერება მის ანგარიშზე. ვებ გვერდზე შესაძლებელი იქნება მომხმარებლის უნარებისა და გავლილი კურსების შეფასების დათვალიერება. ამ გზით დამსაქმებელს გაუადვილდება პოტენციური დასაქმებულის შერჩევა. შესაბამისად, უმჯობესი იქნება, სტუდენტმა ასევე თავის ანგარიშში მიუთითოს უნარჩვევები და არსებული გამოცდილება. პორტალი არის მარტივად კონფიგურებადი ნებისმიერი ცოდნისა და გამოცდილების მომხარებლისათვის. ასევე, მკაცრად არის განსაზღვრული თითოეული მოხმარებლის უფლებები, რომლებიც, თავის მხვრივ, მართვადია ვებ-გვერდის ადმინისტრატორის მიერ. სისტემა შექმნილია Microsoft-ის თანამედროვე არქიტექტურული პატერნის- MVC- ის- გამოყენებით ASP.NET MVC ფრეიმვორქში .NET FrameWork პლათფორმაზე. ესაა პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც შეიცავს სრულიად დამოუკიდებელ დომენურ, ბაზების მართვისა და ბიზნეს ლოგიკის ლეიერებს. პროგრამის ფარგლებში მაღალ დონეზეა გათვალისწინებული უსაფრთხოების საკითხები, დაცულია OOP პრინციპები და გამოყენებულია სოლუშენის ოპტიმიზაციისა და კოდის ხარისხის ამაღლების მიზნით კოდის ორგანიზების (დიზაინ) პატერნები, გამოყენებულია Advanced level programming პრინციპები, როგორიცაა S.O.L.I.D, აგრეთვე მსოფლიოში აღიარებული პროგრამირების პრინციპები KISS- Keep it short and simple და D.R.Y. პროგრამა მორგებადია სამომოავლო Unit Test-ებზეც. პროგრამული უზრუნველყოფა პასუხობს დღეისათვის არსებულ ყველა სტანდარტს და მოთხოვნას, კლიენტს არ უწევს დამატებითი პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია საკუთარ მოწყობილობაზე და შეუძლია მარტივად და დაცულად იყოს ელექტრონული სწავლების პორტალის პროგრამული უზრუნველოყოფის ვებ- მომხმარებელი.