ka | en
Company Slogan TODO

საიმედო პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების პრინციპები

ავტორი: ერეკლე დეკანოიძე
საკვანძო სიტყვები: პროგრამული უზრუნველყოფა
ანოტაცია:

სამაგისტრო ნაშრომში განხილულია პროგრამული უზრუნველყოფის ძირითადი ასპექტები. პროგრამული უზრუნველყოფის საიმედოობა და განვითარება დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე. ნაშრომში წარმოდგენილია მცირე მათგანი. ჩემი მიზანია, გლობალურად შევხებოდი მოცემულ საკითხებს და ნათლად გადმომეცა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ასპექტი, დაწყებული კლიენტთან ურთიერთობით, დამთავრებული პროგრამული უზრუნველყოფის იმპლემენტაციაზე და დანერგვაზე. თუმცა, მეტწილად ყურადღება გამახვილებულია იმპლემენტაციაზე, სადაც უშუალოდ პროგრამისტი ან პროგრამისტთა ჯგუფია ჩართული არქიტექტურის შემუშავებაზე. აქ პროგრამისტის უნარებზეა დამოკიდებული ყოველივე და სწორედ, მისეული ანალიზი და თვალთახედვაა ასახული ნაშრომში. განხილული ტექნოლოგიებიდან გამომდინარე უდავო ფავორიტია nosql ბაზები, თავისი სიმარტივით და წარმადობით თუ გავითვალისწინებთ რეკომენდაციებს, მაგალითად CAP თეორემის, რომელიც ზუსტად მოერგება ჩვენ ამოცანას. პროგრამული უზრუნველყოფის მდგრადობა და განვითარება დამოკიდებულია პროგრამულ არქიტექტურაზე, რომელიც ცვლილებების მიმართ უნდა იყოს ამტანი. ამისთვის არსებობს best practice-ები, რომელიც გვეხმარება და გვაძლევს რეკომენდაციებს. განვიხილე DDD (domain drive design) best practice, რომელიც კლიენტის ურთიერთობიდან დაწყებული, პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვით დამთავრებული, გვაძლევს კონკრეტულ რჩევებსა და გადაწყვეტილებებს. აქ ჩემი მიზანი არ ყოფილა მის სიღრმეებში ჩაწვდომა. მხოლოდ განვიხილე მისი მცირე ნაწილი, რითაც თვალსაჩინო გავხადე მისი უპირატესობა. ამრიგად, ყოველივე ეს გვეხმარება საიმედო პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაში.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com