ავტორიზაცია
მდინარე არაგვის აუზის რელიეფის ანთროპოგენური ტრანსფორმაცია
ავტორი: იოსებ ალბუთაშვილისაკვანძო სიტყვები: არაგვი, მდინარე, ანთროპოგენური, ტრანსფორმაცია
ანოტაცია:
საკვლევი რეგიონი თავისი უნიკალური ბუნებრივი პირობებით, სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილმდებარეობით და მის ფარგლებში განლაგებული საინჟინრო-სამეურნეო ობიექტებით (ტრანსკავკასიის საავტომობილო გზა, მაგისტრალური გაზსადენი, სამთო ტურიზმი, მიწათმოქმედება, ჰესებით) ქვეყნის ეკონომიკისათვის მეტად მნიშვნელოვან დასაყრდენს წარმოადგენს. ინტენსიურმა საინჟინრო-სამეურნეო საქმიანობამ (გზების გაყვანამ, სტიქიური პროცესებისადმი სარისკო ტერიტორიების ათვისებამ, მაღალი გადამცემი ანძების დადგმამ, ჰესების მშენებლობამ, გაზის მილსადენების გაყვანამ, რელიეფის ანთროპოგენიზაციამ) და ბუნებრივმა პირობებმა გამოიწვია საშიში გეოდინამიკური პროცესების (ღვარცოფები,კლდეზავვები, თოვლის ზვავები, ეროზიული მოვლენები, გამოფიტვა, მდინარეთა ნაპირების გარეცხვა, სეტყვა, გვალვა) დიდი მასშტაბებით გააქტიურება, რასაც თან ახლავს ყოველწლიურად მნიშვნელოვანი მატერიალულ-ტექნიკური ზარალი, არცთუ ისე იშვიათია ადამიანის დაღუპვის ფაქტები. რეგიონის შესახებ არსებული მასალების შესწავლამ და თანამედროვე მდგომარეობის შედარებამ დაგვანახა რომ ტერიტორიაზე გააქტიურებულია სტიქიური პროცესები. აქედან გამომდინარე მდინარე არაგვის აუზში რელიეფის ანთროპოგენური ტრანსფორმაციის შესწავლა და შეფასება მნიშვნელოვანია, მითუმეტეს იმ ფონზე როდესაც, რეგიონში მსგავსი შესწავლა არ გაკეთებულა. ნაშრომის მთავარ ამოცანას წარმოადგენს მდინარე არაგვის აუზის რელიეფის ანთროპოგენური ტრანსფორაციის შესწავლა.
მიმაგრებული ფაილები:
მდინარე არაგვის რელიეფის ანთროპოგენური ტრანსფორმაცია [ka]Anthropogenic transformation of the Aragvi river basin relief [en]