ავტორიზაცია
ლაგოდეხის რაიონის მდგრადი ეკოლოგიური განვითარების და ლანდშაფტური დაგეგმარების პრობლემები
ავტორი: ქეთევანი ნარუსაშვილისაკვანძო სიტყვები: ლანდშაფტური დაგეგმარება, სოციოლოგიური გამოკითხვა, მდგრადი განვითარება
ანოტაცია:
რეზიუმე სამაგისტრო ნაშრომის მიზანია შეიქმნას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მდგრადი ეკოლოგიური განვითარების საფუძვლები, მოსახლეობის ეკოლოგიური ცნობიერებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების საფუძველზე. კვლევის მიზანთან კი დაკავშირებულია შემდგომი ამოცანების გადაწყვეტა: შესწავლილ იქნას მუნიციპალიტეტის ბუნებრივი და სოციალურ- ეკონომიკური თავისებურებანი. შესწავლილ იქნას ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულება ეკოლოგიური პრობლემატიკისადმი. განხორციელდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ლანდშაფტური დაგეგმარება; განხორციელდეს ლანდშაფტური დაგეგმარების შედეგების და რეკომენდაციების აპრობაცია ადგილობროვ ხელისუფლებასთან და მოსახლეობასთან. კვლევის პროცესში გამოყენებულ იქნა ლანდშაფტური დაგეგმარების მეთოდოლოგია, რომლის საბოლოო მიზანს წარმოადგენს იმ დარგობრივი რეკომენდაციების შემუშავება, რომლის მიხედვით ჩატარდება ტერიტორიების ზონირება მათი შენარჩუნების, განვითარების და გაუმჯობესების მიზნით. კვლევის მეთოდოლოგიას ასევე მიუკუთვნება ადგილობრივი საზოგადოების აზრის შესწავლა და გათვალისწინება. იგი განხორციელდება სპეციალურად შექმნილი სოციალოგიური კითხვარის (ანკეტის) მეშვეობით. კითხვარი დაიყოფა 5 მიმართულებად: 1. ბუნებრივი რესურსები. 2. სოციალურ-ეკონომიკური საკითხები. 3. ეკონომიკა-სოფლის მეურნეობა. 4. გარემოს დაცვა. 5. რეკრეაცია. აღნიშნულრთაგან, კვლევის თემატიკიდან გამომდინარე, ყურადღება გამახვილებული იქნება გარემოს დაცვასა და ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. კითხვარი იქნება 5 ბალიანი შეფასების სისტემით შედგენილი. გათვლილი იქნება სხვადასხვა ასაკის რესპოდენტებზე. მოპოვებული ინფორმაცია დამუშავება და ვიზუალიზაცია მოხდება GIS ტექნოლოგიების გამოყენებით, შეიქმნება შესაბამისი რუკები და მონაცემთა ბაზები კვლევის შედეგად პირველად: 1.შეიქმნება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ლანდშაფტური გეგმა. 2. გამოვლენილი იქნება ბუნებრივი და ანთროპოგენული კონფლიქტები. 3. განხორციელდება მოსახლეობის ეკოლოგიური ცნობიერების შეფასება და 4.შედგება მიღებულ მონაცემთა GIS ბაზები.