ka | en
Company Slogan TODO

ელექტრონების Ar-ის ატომებთან და N2, O2, CH4 , C60 მოლეკულებთან დაჯახებისას იონიზაციისა და ფრაგმენტაციის პროცესების გამოკვლევა.

ავტორი: გიორგი თაყაძე
თანაავტორები: რ. ლომსაძე, მ. გოჩიტაშვილი
საკვანძო სიტყვები: მოლეკულა, კვეთი, ელექტრონები, ატომი
ანოტაცია:

მოცემულ ნაშრომში მიღებულია ელექტრონების Ar-ის ატომებთან და N2, O2, H2O, CH4, ფულერენ C60 მოლეკულებთან დაჯახებისას პირდაპირი და დისოციაციური იონიზაციის პროცესებში იონების წარმოქმნის კვეთის ელექტრონების ენერგიაზე დამოკიდებულება. ექსპერიმენტული კვლევა ჩატარებულია კვადრუპოლურ ქრომატო მასს-სპექტრომეტრულ დანადგარზე. შედეგები წარმოდგენილია ელექტრონების ენერგიისათვის ზღურბლიდან 120 ევ-მდე. მასს-სპექტრი მოიცემა ფარდობითი მასის 2-1000-მდე (მაე) დიაპაზონში. გარჩევისუნარიანობა შეადგენდა 2500. ჩვენი გაზომვის შედეგები N2, O2, CH4 მოლეკულებისათვის კარგ თანხვედრაშია სხვა ავტორების შედეგებთან. დაგეგმილია ქიმიურ რეაქციებში და ელექტრონებით ატომებთან, მარტივ და რთულ მოლეკულებთან დაჯახების დროს რეალიზებული იონიზაციის და იონური ფრაგმენტაციის სრული და პარციალური კვეთების სისტემატური გაზომვები პროცესთა მექანიზმის დადგენის მიზნით. ქრომატო მასს-სპექტრომეტრული დანადგარი პირველად იქნა გამოყენებული ჩვენს ჯგუფში დაჯახების ამოცანისთვის. ფულერენზე კვლევები ტარდება რთულ ექსპერიმენტულ პირობებში მათ შორის ამაჩქარებლებზეც. ჩვენ ვაჩვენეთ რომ მასს-სპექტრომეტრული ტიპის დანადგარზე შესაძლებელია ამ ობიექტის ფრაგმენტაციის პროცესის გამოკვლევა ელექტრონული დაჯახებით.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com