ka | en
Company Slogan TODO

ზოგიერთი ახალი ქირალური სულფოქსიდის ენანტიომერების დაყოფა ზემაღალი ეფექტურობის სითხურ ქრომატოგრაფიაში მთლიანად ფოროვანი ტიპის ქირალური სტაციონალური ფაზების გამოყენებით

ავტორი: სალომე ფანცულაია
თანაავტორები: ნანა ხუნდაძე, რუსუდან კაკავა
საკვანძო სიტყვები: სულფოქსიდები, ზესწრაფი დაყოფა, მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია
ანოტაცია:

წინამდებარე სამუშაოს მიზანს წარმოადგენდა ახალი ქირალური სულფოქსიდების ენანტიომერების დაყოფა პოლისაქარიდების ბაზაზე მომზადებული ქირალური სტაციონალური ფაზების გამოყენებით. უკანასკნელ პერიოდში სულ უფრო და უფრო დიდი ყურადღება მიიქცია ქირალური გოგირდის ატომის შემცველმა ნაერთებმა, ქირალურმა სულფოქსიდებმა. ქირალური სულფოქსიდები სულ უფრო და უფრო ფართოდ გამოიყენება როგორც მედიცინაში, ასევე აგროქიმიაში. ჩვენი ექსპერიმენტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა აღნიშნული ქირალური სულფოქსიდების ენანტიომერების დაყოფა მოკლე დროში ქრომატოგრაფიული დაყოფის მაღალი ეფექტურობის შენარჩუნებით. ჩვენ ექსპერიმენტის მსვლელობისას გამოვიყენეთ რამდენიმე სრულიად ახალი ტიპის ქირალური სვეტი და მივაღწიეთ ახალი ქირალური სულფოქსიდების ენანტიომერების მაღალეფექტურ ფუძისეულ დაყოფებს 1 წუთზე უფრო მოკლე დროში.


მიმაგრებული ფაილები:

საბაკალავრო ნაშრომი-სალომე ფანცულაია [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com