ka | en
Company Slogan TODO

ზოგიერთი ახალი ქირალური სულფოქსიდების ენანტიომერების დაყოფა მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში კორშელის ტიპის ქირალური სტაციონალური ფაზების გამოყენებით

ავტორი: ნანა ხუნდაძე
თანაავტორები: სალომე ფანცულაია , რუსუდან კაკავა
საკვანძო სიტყვები: ქირალური სულფოქსიდები, მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფოია, სწრაფი დაყოფები
ანოტაცია:

ზედაპირულად ფოროვანი გლუვი სილიკაგელის ბაზაზე მომზადებული პოლისაქარიდული ქირალური სელექტორებით შევსებული ქრომატოგრაფიული სვეტები ეფექტურობის გაზრდის მიზნით შეიქმნა. დღეისთვის ზედაპირულად ფოროვანი სილიკაგელის ბაზაზე მომზადებული სელექტორები აღიარეს როგორც საუკეთესო ქრომატოგრაფიაში. ისინი შევსებულია ერთგვაროვანი ნაწილაკებით და გამოირჩევიან დიფუზიის მოკლე გზით. ჩვენი ექსპერიმენტის ძირითადი მიზანი იყო, რომ მიგვეღწია დაყოფა რაც შეიძლება მცირე დროში. ექსპერიმენტში მიღებული მასალა ამტკიცებს, რომ შესაძლებელია ენანტიომერების დაყოფა რამოდენიმე წამში. რადგან ჩვენი ექსპერიმენტი მოითხოვდა მოძრავი ფაზის მაღალ სიჩქარეებზე მუშაობას, აუცილებელი იყო დავკვირვებოდით სვეტის ეფექტურობას. კორშელის ტიპის სვეტები ნაწილაკთა სტრუქტურის თავისებურებიდან გამომდინარე ამ პრობლემის გადაჭრის საშუალებას იძლევა.


მიმაგრებული ფაილები:

საბაკალავრო ნაშრომი-ნანა ხუნდაძე [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com