ka | en
Company Slogan TODO

აგროტურიზმი

ავტორი: ლიანა ხანდოლიშვილი
საკვანძო სიტყვები: აგროტურიზმი, მეურნეობა, ტრადიციები
ანოტაცია:

აგროტურიზმი გამოირჩევა დასვენება შედარებით მცირე დანახარჯით. ტურისტმა შეიძლება, იცხოვროს ძველ, გლეხურ სახლში და ოფიციანტების ნაცვლად დიასახლისი გაუმასპინძლდეს. სტუმრები მიირთმევენ ადგილობრივ ნატურალურ პროდუქტებს: ხილ-ბოსტნეულს, შინაურ ყველს, შინ დაყენებულ ღვინოს, ხორცსა და ხორცპროდუქტებს. სასოფლო ტურები ბავშვებისთვისაც საინტერესოა. ისინი აკვირდებიან შინაურ ცხოველებს, სეირნობენ ცხენებით, სწავლობენ სხვადასხვა საქმიანობას, მაგ. ყველის ამოყვანას ან პურის ცხობას. სურვილის შემთხვევაში ტურისტები ეროვნული კერძების მომზადებასაც ეუფლებიან. აგროტურიზმი იმითაც არის საინტერესო და მომგებიანი, რომ მას არ აბრკოლებს წელიწადის დროების მონაცვლეობა. ხშირად აგროტურისტული მეურნეობები ისტორიული და კულტურული ძეგლების სიახლოვეს ვითარდება. შესაძლებელია ისეთი ტურისტულ–რეკრეაციული აქტივობების ორგანიზება, როგორიცაა ცხენოსნური ლაშქრობები, ღვინის დაწურვა, ჩურჩხელების ამოვლება, მუზეუმების დათვალიერება და ა.შ. სწორედ ეს არის ტურისტისთვის მიმზიდველი, რადგან ის თვითონ არის ჩართული პროცესში.


მიმაგრებული ფაილები:

Agroturism [en]
აგროტურიზმი [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com