ავტორიზაცია
ქირალური სულფოქსიდების ენანტიომერული დაყოფის კანონზომიერების კვლევა შებრუნებულფაზიან ელუენტებში პოლისაქარიდული ბუნების ქირალური სელექტორების გამოყენებით
ავტორი: ზოია შედანიასაკვანძო სიტყვები: ენანტიომერები, ქირალობა, შებრუნეულფაზიანი ქრომატოგრაფია
ანოტაცია:
ანოტაცია ენანტიომერების დაყოფის ინსტრუმენტულ მეთოდებზე მუშაობა ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში დაიწყო. მიუხედავად უამრავი ექსპერიმენტული მასალისა, ენანტიომერების ქირალური გარჩევითობის მექანიზმი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე შესწავლილი. ჩემი სამუშაოს მიზანს წარმოადგენს, ენანტიომერების ქრომატოგრაფიული დაყოფის კანონზომიერების კვლევა შებრუნებულფაზიან ელუენტებში პოლისაქარიდული ბუნების ქირალური სელექტორების გამოყენებით. გარდა ამისა შესწავლილი იქნება ენანტიომერთა ელუირების რიგის ცვლილება და მასზე მოქმედი ფაქტორების გავლენა. საანალიზო ნივთიერებად აღებულია 14 ქირალური სულფოქსიდი. ქირალურ სელექტორებად გამოიყენება 17 პოლისაქარიდების ტრისფენილკარბამატების ნაწარმები, რომლებიც მაღალი ქირალური გარჩევითობით ხასიათდებიან. ელუენტად ვიყენებ მეთანოლი/წყალი და აცეტონიტრილი/წყალი ნარევს. ჩატარებული ექსპერიმენტული მონაცემების საფუძველზე შეიძლება ითქვას რომ ანალიზები ემორჩილება შებრუნებულფაზიანი ქრომატოგრაფიის ზოგად კანონზომიერებას მეთანოლი/წყალი ელუენტში რასაც ვერ ვიტყვით აცეტონიტრილი/წყალი ელუენტზე. რიგ შემთხვევებში დაფიქსირდა ენანტიომერთა რიგის ცვლილებაც. თუ რამდენად უმჯობესდება სვეტის ეფექტურობა, გარჩევითობა ან სელექტიურობა - ეს მონაცემები ინდივიდუალურია ცალკეული სვეტებისა და საანალიზო ნივთიერებებისათვის.