ავტორიზაცია
ზოგიერთი ახალი ქირალური აგროქიმიური საშუალებების ენანტიომერების დაყოფა მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში პოლისაქარიდული ქირალური სტაციონარული ფაზების გამოყენებით
ავტორი: ელენე სორდიასაკვანძო სიტყვები: ჰერბიციდები, მოძრავი ფაზა
ანოტაცია:
ჰერბიციდები სარეველების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ნივთიერებებია. ამ პრეპარატთა უმრავლესობა ორგანული შენაერთებია, რომლებიც ხასიათდებიან მაღალი ფიზიოლოგიური აქტივობით. ჰერბიციდებს იყენებენ მცენარეულობის დეფოლაციისა და მისი მთლიანი მოსპობისათვის. ქირალური ჰერბიციდების ენანტიომერები ხასიათდება როგორც სამიზნე მცენარეზე განსხვავებული მოქმედებით, ასევე განსხვავებულად გარდაიქმნება გარემოში და იჩენს განსხვავებულ ზემოქმედებას არამიზნობრივ ობიექტებზე. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ქირალური ჰერბიციდების ენანტიომერების ანალიზური და პრეპარატული დაყოფა. ჩვენი სამუშაოს მიზანია შევისწავლოთ ქირალური ჰერბიციდების ენანტიომერების დაყოფა პოლისაქარიდული ქირალური სელექტორების გამოყენებით. გარდა ამისა, ჩვენი კვლევის მიზანია შევისწავლოთ ქირალური ჰერბიციდების ენანტიომერების დაყოფა სხვადასხვა ორგანული მოძრავი ფაზების გამოყენებით, როგორიც არის სუფთა ორგანული გამხსნელები (მეთანოლი და აცეტონიტრილი), ნახშირწყალბადი-სპირტის და წყალი-ორგანული გამხსნელის ტიპის მოძრავი ფაზები. წინამდებარე სამუშაოში შევისწავლეთ ახალი ქირალური ჰერბიციდების: იმაზაქვინი, იმაზაპირი, იმაზამოქსი, იმაზაპიკი, იმაზამეთბენზ-მეთილი, იმაზალილი, იმაზალილ სულფატი, იმაზეთაპირი, ენანტიომერების დაყოფა პოლისაქარიდული ქირალური სელექტორების და სხვადასხვა ორგანული მოძრავი ფაზების გამოყენებით, როგორიც არის სუფთა ორგანული გამხსნელები (მეთანოლი და აცეტონიტრილი), ნახშირწყალბადი-სპირტის და წყალი-ორგანული გამხსნელის ტიპის მოძრავი ფაზები. ჩვენი გამოკვლევების შედეგები შეიძლება გამოყენებულ იქნას ქირალური ჰერბიციდების ენანტიოსელექტიური მონიტორინგის მიზნით გარემოში.
მიმაგრებული ფაილები:
სამაგისტრო ნაშრომი [ka]