ავტორიზაცია
გენეტიკური ალგორითმების გამოყენება კრიპტოანალიზში
ავტორი: გიორგი გელაშვილისაკვანძო სიტყვები: გენეტიკური, ალგორითმები, კრიპტოანალიზი, ვიჟინერი, კასისკი
ანოტაცია:
ნაშრომში განხილულია ინფორმაციის დაშიფვრის ერთ-ერთი კლასიკური მეთოდის, კერძოდ კი „ვიჟინერის შიფრის“ კრიპტოანალიზი, გენეტიკური ალგორითმების დახმარებით. კრიპტოგრაფია, კომპიუტერული ტექნიკის განვითარებასთან ერთად კიდევ უფრო დიდ როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში, რადგან საჭირო ხდება უფრო და უფრო მეტი ინფორმაციის დაშიფრული სახით არსებობია, ამისათვის კი საჭიროა დასაშიფრი ალდორითმების ვარგისიანობის შემოწმება(კრიპტოანალიზი). აქ მოყვანილია ინფორმაციის დაშფვრის ზოგადი და კერძო მეთოდები. ასევე მოყვანილია ვიჟინერის შიფრის აღწერა და მისი გატეხვის, კრიპტოანალიზის ცნობილი საშვალებები. ჩვენს პროგრეამულ უზრუნველყოფას საშვალება აქვს დაშიფროს ქართული ტექსტი ვიჟინერის ალგორიტმის საშვაებით ასევე ჩაუტაროს კრიპტოანალიზი ამავე მეთოფდით დაშიფრულ ტექსტს, სადაც დეშიფრაციის სიტყვა გასაღების სიგრძის დასადგენად გამოიყენება კასისკის ტესტი, ხოლო თვითონ გასაღების გამოსათვლელად, შედარებით ახალ მეთოდს გამოთვლით სისტემებში გენეტიკურ ალგორითმებს, ჩვენს მიერ შედგენილი ალგორითმი. ნაშრომის მთავარი მიზანი არის, კრიპტოანალიზის სფეროში, გენეტიკური ალგორითმების გამოყენების მაღალი წარმატებულობის ჩვენება.
მიმაგრებული ფაილები:
გიორგი გელაშვილი - გენეტიკური ალგორითმების გამოყენება კრიპტოანალიზში [ka]