ავტორიზაცია
წყალბადის მიღება წყალმცენარეების და ბაქტერიების გამოყენებით
ავტორი: თამთა არონიათანაავტორები: ნინო თურქაძე
საკვანძო სიტყვები: ვირუსები, მიკრო სამყარო, ფიზიკური მეთოდები, წყალბადი
ანოტაცია:
წყალბადს, როგორც საწვავს, სხვა ენერგომატარებლებთან შედარებით ბევრი უპირატესობა აქვს. იგულისხმება მისი მაღალი ენერგოშემცველობა, ეკოლოგიური პრობლემების არარსებობა მისი გამოყენებისას და სხვა მისი ფიზიკური და ქიმიური თვისებები. მისი წარმოების ცნობილ მეთოდებს შორის დიდ ინტერესს იწვევს ბიოწყალბადის წარმოება (ანუ მისი მიღება ბიოლოგიური ორგანაზმებიდან). განსაკუთრებით პერსპექტიულია წყალბადის მიღება მწვანე წყალმცენარეებიდან და ციანობაქტერიებიდან ფოტოსინთეზური რეაქციებით. ამ დროს გვაქვს იაფი ენერგიის წყარო და წარმოების პროცესიც ეკოლოგიურად სუფთაა. ფოტოსინთეზის დროს ხდება მზის ენერგიის გარდაქმნა მოლეკულურ ენერგიად, რასაც ახორციელებენ მიკროორგანიზმები. თუმცა ამ მეთოდით წყალბადის დიდი რაოდენობით წარმოებას აფერხებს რამოდენიმე ტექნიკური პრობლემა, რომელთა გადასაჭრელად მიმდინარეობს კვლევები. დღესდღეობით შექმნილია ბევრი ტიპის ფოტობიორეაქტორი და მიმდინარეობს მეცნიერული ძიება მათი სრულყოფის მიმართულებით. აღნიშნული ნაშრომი ეძღვნება წყალბადის მიღებას წყალმცენარეების და ბაქტერიების გამოყენებით, ამასთანავე განხილულია ზოგიერთი ბიორეაქტორის მუშაობის პრინციპები.
მიმაგრებული ფაილები:
წყალბადის მიღება წყალმცენარეების და ბაქტერიების გამოყენებით [ka]