ავტორიზაცია
ჰიდროდინამიკური ჯეტების ფორმირების მოდელი ტურბულენტური აკრეციული დისკებიდან ჰერბიგ-ჰარო ობიექტების მაგალითზე
ავტორი: ერეკლე არშილავასაკვანძო სიტყვები: დისკი-ჯეტის სტრუქტურა, ტურბულენტური სიბლანტე, განზოგადეობული გრიგალი
ანოტაცია:
ნაშრომში შესწავლილია ჰიდროდინამიკური აკრეციული დისკისა და ჯეტის მოდელი. თეორიული განხილვა ეფუძნება ბელტრამის დინების მოდელის ფარგლებში აგებულ დისკი-ჯეტი სტრუქტურის ანალიზურ ავტომოდელური ამონახსნს. აღნიშნული თეორიის ფარგლებში გამოყენებულია ტურბულენტური სიბლანტის განზოგადოებული მოდელი, რომელიც სამართლიანია როგორც დისკისა და ჯეტის არეში, ასევე დისკი - ჯეტის გარდამავალ ზონაში. მიღებული შედეგი მიყენებულია ახალგაზრდა ვარსკვლავის ირგვლივ არსებული აკრეციული დისკებისა და ჯეტების დაკვირვებულ ობიექტებს, ჰერბიგ-ჰარო ობიექტების მაგალითზე. ნაშრომში მიმოხილულია ამ ტიპის ობიექტების უკანასკნელი დაკვირვებები და მახასიათებელი ფიზიკური პარამეტრები, რომელთა შედარებაც შესაძლებელია საბაკალავრო ნაშრომში მიღებულ თეორიულ ამონახსნებთან. მიღებული თეორიული შედეგები კარგ თანხვედრაშია დისკი-ჯეტის დაკვირვებიდან მიღებულ თვისებებთან.