ka | en
Company Slogan TODO

ახალგაზრდა ვარსკვლავური ობიექტების დისკი-ჯეტის სტრუქტურის ერთსითხოვანი მჰდ მოდელი ტურბულენტური სიბლანტით

ავტორი: მარიამ გოგილაშვილი
საკვანძო სიტყვები: დისკი-ჯეტის სტრუქტურა, ერთ-სითხოვანი მიახლოება, განზოგადებული გრიგალი
ანოტაცია:

სიბლანტის მქონე მჰდ მოდელზე [Shatashvili & Yoshida 2011] დაყრდნობით შევისწავლეთ ასტროფიზიკული დისკ-ჯეტის სტრუქტურის ავტომოდელური სტაციონარული მდგომარეობის ამონახსნები ერთ-სითხოვან მიახლოებაში. მივიღეთ ანალიზური ამონახსნები როგორც კვაზი-კეპლერული დისკის შესაბამისი სიბლანტისთვის, ისე უფრო რეალისტური-ტურბულენტური სიბლანტის შემთხვევაში . დისკის არეში ტურბულენტური ეფექტები პარამეტრიზებულია ანომალიური სიბლანტის ალფა მოდელის საშუალებით . მივიღეთ ანალიზური ამონახსნები ახალგაზრდა ვარსკვლავური ობიექტებისთვის (YSO) და ვაჩვენეთ რომ ისინი კარგ თანხვედრაშია დაკვირვებად შედეგებთან. ავაგეთ ძირითად ფიზიკურ სიდიდეთა განაწილებები, რომლებზეც კარგად გამოჩნდა დისკი-ჯეტის სისტემის გამოკვეთილი სტრუქტურა. დეტალურად შევისწავლეთ მაგნიტური ველისა და ტურბულენტური ეფექტების როლი ჯეტის კოლიმაციაში.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com