ka | en
Company Slogan TODO

Pseudomonas aeruginosa ბიოფილმების წარმოქმნის პროცესის შესწავლა ბიოფიზიკური მეთოდების გამოყენებით

ავტორი: ლუკა მძელური
საკვანძო სიტყვები: ბაქტერია, ბიოფილმი, Pseudomonas aeruginosa, ვისკოზიმეტრი
ანოტაცია:

ბაქტერიები წარმოადგენენ ერთუჯრედიან პრიმიტიული აგებულების მქონე ორგანიზმებს, რომელთაც შესწევთ უნარი არსებობდნენ არა მხოლო პლანქტრონური ფორმით, არამედ ასოცირდნენ ბიოფილმის სახით. აღნიშნულ ფენომენს ბაქტერია იყენებს არახელსაყრელი პირობებისადმი გამძლეობის გასაზრდელად. ბიოფილმ ასოცირებული ბაქტერიები იწვევენ მარავალი დაავადების გართულებას და ზოგჯერ სიკვდილიანობასაც. ბაქტერიული ბიოფილმის ფორმირების პროცესის შესასწავლად აღებულ იქნა Pseudomonas aeruginosa-ს ბაქტერიული შტამი, როგორც სისტემური ჩირქოვანი ინფექციები ძირითადი გამომწვევის. P. aeruginosa-ს წამყვანი როლი უკავია ნოზოკომიური,უროლოგიური და სასუნთქი სისტემის ინფექციების ეთიოლოგიაში. ბაქტერიული ბიოფილმის ფორმირებაზე დაკვირვებისთვის ცდისთვის გამოყენებულ იქნა ზიმი კროზერსის მოდიფიცირებული ავტომატური ვისკოზიმეტრი და ასევე ტურბიდიმეტრი რომელიც აფასებს სითხის გამჭირვალობის ხარისხსს. ცდა ჩატარდა ბაქტერიების სხვადასხვა კონცენტრაციის პირობებში, ამსთან უნდა აღინიშნოს ის ფაქტი რომ აღნიშნული ტიპის კვლევა არ ჩატარებულა არცერთ მსოფლიოს ლაბორატორიულ ცენტრებში და ბიოფილმების ფორმირების პროცესზე დაკვირვება აღნიშნული ბიოფიზიკური მეთოდებით წარმოადგენს უნიკალურ მეთოდს. ამას ადასტურებს მნიშვნელოვანი დასკვნები რაც ჩატარებული ცდებიდან გამომდინარე გაკეთდა. პირველი და მნიშვნელოვანი ის, რომ შემუშავდა სრულიად ახალი ბიოფიზიკური მეთოდი(ვისკოზიმეტრიული), რომლის საშუალებითაც რეალურ დროში ვაკვირდებით ბაქტერიების ბიოფილმის ფორმირების პროცესს, ასევე დადგინდა, რომ ბაქტერიის საწყის კონცენტრაციასა და ბიოფილმის ფორმირების დროს შორის არის წრფივი დამოკიდებულება. ექსპერიმენტიდან მიღებული შედეგების თეორიული ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ბიოფილმების ფორმირების პროცესში მონაწილეობს ორი მექანიზმი. აღნიშნული დასკვნები წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ბიოფილმის ფორმირების პროცესის უკეთ შესასწავლის საქმეში და საშვალებას გვაძლევს დაიგეგმოს და ჩატარდეს ბიოფილმების ფორმირების პროცესზე უფრო სიღრმისეული დაკვირვება და კვლევა.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com