ავტორიზაცია
მაგნიტური ნანონაწილაკების ეფექტურობის შეფასება ანტისიმსივნურ თერაპიაში
ავტორი: ნინო ლელაძეანოტაცია:
სუპერმაგნიტური თვისებების მქონე ნანომატარებლებმა ბოლო წლებში პოტენციური გამოყენების დიდი იმედები ჩასახა მაგნიტური ბიოგანცალკევების, წამლისა და გენის დამისამართებული მიწოდების, უჯრედის მონიშვნის, მყარი სიმსივნის ჰიპერთერმიული მკურნალობისა და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის კონტრასტული აგენტების მიმართულებით. პროსტატის კიბოს თერაპიაში დანერგილი აღნიშნული თანამედროვე მეთოდები ხასიათდებიან არასასურველი გვერდითი ეფექტებით. არსებული ონკოთერაპიული მეთოდების ალტერნატივას წარმოადგენს მაგნიტური ნანონაწილაკების კომბინაცია თერაპიულ საშუალებებთან. კვლევის მთავარი მიზანი იყო პროსტატის კიბოს სამკურნალოდ მაგნიტური ნანონაწილაკების (მნნწ), Fe304-ის თერაპიული ეფექტის კვლევა და მისი გავლენის შეფასება ქიმიოთერაპიული საშუალების (მიტოქსანტრონის) თერაპიულ ეფექტზე. სხვადასხვა კლინიკური კვლევებით ნაჩვენებია კომბინირებული თერაპიის უპირატესობა მონოთერაპიასთან შედარებით, ამიტომ ამ მკურნალობის ახალი რეჟიმის გამოყენებით, შესაძლოა მოხერხდეს თერაპიის ეფექტურობის მაქსიმიზაცია და გვერდითი ეფექტების მინიმუმამდის შემცირება. კვლევის მასალა და მეთოდები: in vivo კვლევის ფარგლებში, პროსტატის სიმსივნური ხაზის RM-1 უჯრედების თეთრ თაგვებში ინექციით მივიღეთ თაგვის სიმსივნური მოდელი. მნნწ-ებისა (შიშველი მნნწ, PEG-ით შემოგარსული მნნწ) და MITX-ის შეყვანის შემდეგ ვაწარმოებდით სიმსსივნის ზრდის მონიტორინგს. In vitro კვლევისათვის გამოვიყენეთ RM-1 და PC-3 უჯრედები. ორივე უჯრედულ კულტურაზე გამოვცადეთ მნნწ- ები (შიშველი მნნწ, PEG-ით შემოგარსული მნნწ) და MITX, როგორც ცალ-ცალკე, ისე კომბინაციაში. შევაფასეთ უჯრედების სისოცხლისუნარიანობა MTT მეთოდით. მათი აპოპტოზის რაოდენობის შეფასების გზით ვიკვლევდით პრეპარატების სხვადასხვა კომბინაციის ციტოტოქსიკურ ეფექტს. შედეგები და დასკვნა: თაგვის პროსტატის სიმსივნის in vivo მოდელში დადასტურდა მაგნიტური ნანონაწილაკების დადებითი თერაპიული ეფექტი, როგორც მონო, ასევე კომბინირებული თერაპიისას (ქიმიოთერაპიული პრეპარატებთან კომბინაციაში ზრდის ამ უკანასკნელთა ეფექტურობას). მანიტური ნანონაწილაკები ზრდის ქიმიოთერაპიული პრეპარატის ეფექტურობას კომბინაციაში, რაც განსაკუთრებით გამოვლინდა PEG-ით 4 შემოგარსული მნნწ-ისა და MITX-ის კომბინაციისას თაგვის სიმსივნის ხაზის RM-1 უჯრედებზე .
მიმაგრებული ფაილები:
მაგნიტური ნანონაწილაკების ეფექტურობის შეფასება ანტისიმსივნურ თერაპიაში [ka]