ka | en
Company Slogan TODO

ფუძე ბუნების მქონე სამკურნალწამლო საშუალებათა ენანტიომერების დაყოფა წყალი-მეთანოლი წყალი-აცეტონიტრილის ტიპის მოძრავი ფაზებით მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში

ავტორი: ნინო ზაქაშვილი
საკვანძო სიტყვები: ბეტა-ბლოკატორები, პოლისაქარიდები
ანოტაცია:

ბეტა-ბლოკატორები ინტენსიურად გამოყენებული ქირალურ სამკურნალწამლო საშუალებათა რიცხვს მიეკუთვნება. ქირალური სამკურნალწამლო საშუალებების ენანტიომერების ანალიზური და პრეპარატული დაყოფა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ამ ენანტიომერებს, როგორც წესი, განსხვავებული ფარმაკოლოგიური და ტოქსიური თვისებები გააჩნია. ენანტიომერული ნარევების დაყოფის ერთ-ერთ ძირითად მეთოდს წარმოადგენს მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია, ხოლო ამ მეთოდში ყველაზე ფართოდ გამოყენებულ ქირალურ სტაციონარულ ფაზებს პოლისაქარიდების ნაწარმების საფუძველზე მომზადებული მასალები. პოლისაქარიდული მასალების გამოყენება ენანტიომერული ნარევების დასაყოფად შეიძლება განხორციელდეს პოლარულ-ორგანული, ნახშირწყალბადი-სპირტის და ორგანული გამხსნელების წყალხსნარების გამოყენებით. ამ უკანასკნელი მეთოდის მექანიზმები დღეისათვის ნაკლებად შესწავლილია. აქედან გამომდინარე წინამდებარე სამუშაოს მიზანს შეადგენს ქირალური ბეტა-ბლოკატორების ენანტიომერების დაყოფის შესწავლა ახალი ტიპის პოლისაქარიდული ქირალური სტაციონარული ფაზების და ორგანული გამხსნელების წყალხსნარების გამოყენებით. კერძოდ უნდა გაირკვეს საკითხი დაყოფის მექანიზმის (ჰიდროფობური თუ ჰიდროფილური ურთიერთქმედების ქრომატოგრაფია) შესახებ. დაყოფის მექანიზმის გარკვევა საშუალებას მოგვცემს მოვახდინოთ ენანტიომერული ნარევების დაყოფის ოპტიმიზაცია.


მიმაგრებული ფაილები:

სამაგისტრო ნაშრომი, ნ. ზაქაშვილი [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com