ka | en
Company Slogan TODO

ზოგიერთი ახალი ქირალური სულფოქსიდის ენანტიომერების დაყოფა ჰექსანი-ეთანოლის ტიპის მოძრავი ფაზებით მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში

ავტორი: თინიკო ელბაქიძე
საკვანძო სიტყვები: ქირალური სულფოქსიდები, სითხური ქრომატოგრაფია
ანოტაცია:

ნაშრომის მთავარი მიზანია ქირალური სულფოქსიდების ენანტიომერების დაყოფის შესწავლა მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში. ენანტიოსელექტივობის კვლევა განსაკუთრებით აქტუალური საკითხია თანამედროვე ფარმაცევტულ მრეწველობაში, რადგან სინთეზურად მიღებული სამკურნალო საშუალებების 50 % -ზე მეტი ქირალური ნივთიერებაა და არსებობს რაცემატის სახით, რომელიც შეიცავს თანაბარი რაოდენობით ენანტიომერებს, ოპტიკურ იზომერებს. განსაკუთრებით საინტერესო ისაა, რომ მიუხედავად მსგავსი სტრუქტურული ფორმულისა, ენანტიომერებს განსხვავებული ბიოლოგიური აქტივობა ახასიათებთ. როგორც წესი, მხოლოდ ერთი ენანტიომერი ხასიათდება ფარმაკოლოგიური აქტივობით. ხშირად მეორე ენანტიომერი განაპირობებს პრეპარატის არასასურველ გვერდით ეფექტებს, ასევე შეიძლება იყოს ტოქსიური. არასასურველი ენანტიომერის მოცილება მნიშვნელოვნად ზრდის პრეპარატის ეფექტურობას და უსაფრთხოობას. წინამდებარე ნაშრომში შესწავლილ იქნა ენანიოსელექტივობასა და ქირალური ნივთიერების / ქირალური სელექტორის ქიმიურ სტრუქტურას შორის კავშირი . ამ მიზნით დავასინთეზეთ 27 ქირალური სულფოქსიდი (რომელთაგანაც ზოგიერთი ლიტერატურაში ჩვენს კვლევებამდე აღწერილი არ ყოფილა და პირველად იქნა დასინთეზებული) და 16 არაკომერციული ქირალური სელექტორი ცელულოზას ფენილკარბამატების საფუძველზე. შევისწავლეთ ქირალური სულფოქსიდების ენანტიომერების დაყოფები სითხურ ქრომატოგრაფიაში ჰექსანი-ეთანოლის ტიპის მოძრავი ფაზების გამოყენებით. ამ კვლევების საფუძველზე შეიძლება მოვახდინოთ გარკვეული დასკვნების გაკეთება ენანტიომერული ნარევების დაყოფის მექანიზმის შესახებ და განვახორციელოთ დაყოფის პროცესის ოპტიმიზაცია.


მიმაგრებული ფაილები:

თინიკო ელბაქიძე [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com