ka | en
Company Slogan TODO

ელექტრული და მაგნიტური დიპოლური მომენტების მქონე ანტენური სტრუქტურის პარამეტრული გამოკვლევა.

ავტორი: ჯანო მალანია
ანოტაცია:

ანტენა არის მოწყობილობა, რომელიც შექმნილია ელექტრომაგნიტური ტალღების გადაცემისთვის და მიღებისთვის. ფაქტიურად ის გარდაქმნის ცვლად ელექტრომაგნიტურ დენს ველში და პირიქით. ფიზიკურ კომპონენტებს, რომლებიც ახასიათებს ანტენურ სტრუქტურას, ეწოდებათ ელემენტები. ანტენები იყენებენ ტალღებს, ელექტრომაგნიტური სპექტრის რადიოს ნაწილში ანუ რადიო ტალღები მნიშვნელოვანია ანუ ყველა რადიოსადგურის აუცილებელი ნაწილია. ანტენები უზრუნველყოფენ ტელე და რადიო მაუწყებლობას, უმავრთულო ინტერნეტს, მობილურ კავშირს, სარადარო და სანავიგაციო სისტემების მუშაობას. ანტენები ძირითადად გამოიყენებიან ჰაერში და კოსმოსში, მაგრამ მათი გამოყენება ასევე შეიძლება წყლის ქვეშ. გარკვეულ სიხშირეებზე ის გადის მიწასა და ქვას შორის. კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებამდე ელექტრომაგნიტური მოწყობილობების დიზაინი იყო წმინდა ექსპერიმენტული საქმიანობა. როგორც კი კომპიუტერული და რიცხვითი ენები, როგორიც არის Fortran განვითარდნენ, დაიწყო მათი ინტენსიური გამოყენება, რათა ამოხსნილიყო ის ელექტრომაგნიტური ამოცანები, რომელთა ამოხსნა ანალიზურად ვერ ხერხდებოდა. ამან გამოიწვია გამოთვლითი ელექტრომაგნეტიზმის განვითარება. უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში, ბევრი ძლიერი რიცხვითი ანალიზის ტექნიკა შეიქმნა. კომპიუტერის სიმძლავრის ზრდასთან ერთად, იზრდება ალგორითმების სირთულე და ამოცანების რაოდენობა რომელთა ამოხსნაც შესაძლებელია. მას შემდეგ, რაც კომპიუტეული ტექნოლოგია გაიზარდა სწრაფი ტემპით, მასთან ერთად ასევე განვითარდა გამოთვლითი ელექტრომაგნეტიზმი და მომენტების მეთოდი. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტული გაზომვების შედეგად მიღებული მონაცემები ფასდაუდებელია, მთელი პროცესი შეიძლება იყოს ძვირი ფულის თვალსაზრისით და საჭიროა სამუშაოების შესრულებისთვის, შეგროვებასა და გაზომვებისთვის. გამოთვლითი ელექტრომაგნიტური ალგორითმების მიღმა ერთ-ერთი ფუნდამენტური მექანიზმია მოწყობილობების და სისტემების ქცევის სიმულაცია, სანამ მათი რეალური აწყობა მოხდება. ეს საშუალებას აძლევს ინჟინერს ჩაუტაროს პერსონალიზაციისა და ოპტიმიზაციის დონე, რომელიც შეუძლებელია განხორციელდეს ექსპერიმენტულად. CEM ასევე ეხმარება უზრუნველყოს ელექტრომაგნიტური პრობლემების ფუნდამენტური კვლევა და კომპიუტერული ვიზუალიზაცია, რომელიც დღეს საინჟინრო საქმიანობის მნიშვნელოვანი სფეროა. მოცემულ პროექტში გვაქვს CO ფორმის მავრთულოვანი ანტენა, რომელიც ვიწრო ზოლში ასხივებს. პროექტის მიზნია, რომ ანტენა შევცვალოთ ისე რომ ასხივებდეს ფართო ზოლში. მას ასევე უნდა ჰქონდეს მიმართული გამოსხივება და ასხივებდეს კონკრეტულ სიხშირეზე.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com