ავტორიზაცია
ფაზი-TOPSIS მიდგომა და პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება მრავალკრიტერიალური ფაზი-სამკუთხა გადაწყვეტიულების მიღების მოდელისთვის
ავტორი: სოფიკო ქობულაშვილითანაავტორები: თეონა ქუჯოშვილი, ირინა კაზარიანი
საკვანძო სიტყვები: Fuzzy Topsis, სამკუთხა ფაზი რიცხვი
ანოტაცია:
სამაგისტრო ნაშრომში წარმოდგენილია მრავალკრიტერიალურ გარემოში გადაწყვეტილების მიღების მხარდამჭერი სისტემის რეალიზაცია ფაზი - TOPSIS მეთოდოლოგიის გამოყენებით. სისტემაში შემავალი მონაცემები საექსპერტო ბუნებისაა და ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს ექსპერტი და მისი ცოდნა. მრავალკრიტერიალური გადაწყვეტილების მიღების (MCDM) ამოცანების რაოდენობა დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო იზრდება, რაც განაპირობებულია ასეთი სისტემებიზე პრაქტიკაში დიდი მთხოვნით. განხილულია ფაზი-TOPSIS მიდგომა მრავალკრიტერიალური ფაზი-სამკუთხა გადაწყვეტიულების მიღების მოდელისათვის. სისტემა წარმოდგენილია მოდულების სახით. ნაშრომის ძირითადი ამოცანები შეგვიძლია შემდეგნაირად დავყოთ: 1) ფაზი-TOPSIS მეთოდოლოგიის შესწავლა და გადაწყვეტილების მიღების ამოცანის პრინციპების გააზრება სამკუთხა ფაზი-რიცხვებისათვის. 2) გადაწყვეტილების მიღების მოდელის რეალიზაცია (როგორც ალგორითმული, ასევე პროგრამული). აგებული მოდულების ურთერთმიმართება გაერთიანებულ ინტელექტუალურ სისტემაში. 3) კონკრეტულ მაგალითზე ალგორითმის მუშაობის შედეგების დემონსტრირება და მათი შედარება სისტემის მოდულურ დონეზე.
მიმაგრებული ფაილები:
სამაგისტრო ნაშრომი [ka]სამაგისტრო ნაშრომის პრეზენტაცია [ka]