ავტორიზაცია
ფრინველის გენმოდიფირებულ საკვებში, რეკომბინანტული დნმ-ის რაოდენობის განსაზღვრა და მისი დეგრადაციის ხარისხის შესწავლა ბროილერის საჭმლის მომნელებელ სისტემაში
ავტორი: ნათია გურეშიძესაკვანძო სიტყვები: გენმოდიფიცირებული ორგანიზმი, გენთა ჰორიზონტალური ტრანსფერი
ანოტაცია:
გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი (გმო) ისეთი ორგანიზმია, რომლის გენეტიკური მასალა შეცვლილ იქნა გენეტიკური ინჟინერიის მეთოდების გამოყენებით. გმ ორგანიზმები გამოიყენება როგორც ბიოლოგიურ და სამედიცინო კვლევაში, ისე ფარმაკოლოგიურ წარმოებასა და აგრობიზნესში. დღესდღეობით გმ ორგანიზმებს ბევრი წამყვანი ქვეყანა აწარმოებს. გმო მარცვლეულის წარმოებელ ქვეყნებს მიეკუთვნებიან: აშშ, ბრაზილია, კანადა, ინდოეთი, ჩინეთი. გმო ორგანიზმები ფართოდ გამოიყენება საკვების სახით, როგორც ადამიანებში ასევე ცხოველებში. საკვების შემადგენელი დნმ-ს დეგრადაციის პროცესისადმი ინტერესი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ფართოდ გავრცელების შემდეგ გაიზარდა. ვინაიდან, მწირია ექსპერიმენტული მონაცემები საჭმლის მომნელებელ სისტემაში დნმ-ს დეგრადაციასთან დაკავშირებით, არ არის ერთმნიშვნელოვნად გარკვეული ცხოველის გენმოდიფიცირებული ნედლეულით გამოკვების შემთხვევაში, რა დონემდე დეგრადირდება რეკომბინანტული დნმ. ჩვენ მიერ, პირველად შესწავლილი იქნა საქართველოში ფართოდ მოხმარებადი ფრინველის გენმოდიფიცირებული საკვების გამოყენების შემდეგ, ხდება თუ არა რეკომბინანტული დნმ-ის დეგრადაცია ქათმის საჭმლის მომნელებელ სისტემაში, და ასევე მიმდინარეობს თუ არა გენთა ჰორიზონტალური ტრანსფერი ისეთ პოტენციურ სუბპროდუქტებში, როგორიცაა: კუჭი, ღვიძლი და კუნთი. კვლევები ჩავატარეთ ორ სერიად ორი წლის განმავლობაში. საკვლევ ობიექტს წარმოადგენდა ბროილერის ჯიშის წიწილები, რომელთა დაყოფაც მოვახდინეთ ორ ჯგუფად: საკონტროლო და საცდელი ჯგუდი. მას შემდეგ რაც საკვლევმა ობიექტებმა მიაღწიეს სარეალიზაციო მოცულობას, მათგან მოვახდინეთ შეგროვება ექსკრემენტებისა და ისეთი პოტენციური სუბროდუქტების, როგორიცაა კუჭი, ღვიძლი და კუნთი. აღნიშნული პროდუქტები წარმოადგენს ფართო მოხმარების სურსათს. გმო-ს დეტექციისთვის გამოვიყენეთ პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდი. ნიმუშების ანალიზი მოვახდინეთ Eurofin-ის მიერ წარმოებული Roundup ReadyTM Soybean PCR kit-ის მეშვეობით. გამოკვლეული ნიმუშებიდან არც ერთ საკონტროლო ჯგუფში არ დაფიქსირდა Roundup Ready Sooybean-ის გენსპეციფიკური მარკერის არსებობა, ხოლო საცდელი ჯგუფის 5 კუჭსა და 7 კუნთში დაფიქსირდა Roundup Ready Soybean-ის გენსპეციფიკური თანმიმდევრობის ჰორიზონტალური ტრანსფერი.
მიმაგრებული ფაილები:
ფრინველის გენმოდიფიცირებულ საკვებში, რეკომბინანტული დნმ-ის რაოდენობის განსაზღვრა და მისი დეგრადაციის ხარისხის შესწავლა ბროილერის საჭმლის მომნელებელ სისტემაში [ka]