ავტორიზაცია
ფაზი-TOPSIS მიდგომა და პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება მრავალკრიტერიალური ფაზი-ინტუიციონისტური გადაწყვეტილების მიღების მოდელისთვის
ავტორი: ირინა კაზარიანითანაავტორები: თეონა ქუჯოშვილი, სოფიკო ქობულაშვილი
საკვანძო სიტყვები: TOPSIS, ფაზი-ინტუიციონისტური სიმრავლე
ანოტაცია:
სადიპლომო ნაშრომში წარმოდგენილია საექსპერტო ცოდნაზე დაფუძნებული მრავალკრიტერიალური გადაწყვეტილების მიღების მხარდამჭერი ინტელექტუალური სისტემის რეალიზაცია. სისტემაში შემავალი მონაცემები საექსპერტო ბუნებისაა და ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს ექსპერტი და მისი ცოდნა. მრავალკრიტერიალური გადაწყვეტილების მიღების (MCDM) ამოცანების რაოდენობა დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო იზრდება, რაც განპირობებულია ასეთ სისტემებზე პრაქტიკაში დიდი მოთხოვნით. დასმული ამოცანების გადასაწყვეტად გამოყენებულია მრავალკრიტერიუმიანი ექსპერტული მეთოდი - TOPSIS (Technique for Order of Preference by Similarity to Ideal Solution), რომელიც საკმაოდ ეფექტურია არამკაფიო (Fuzzy) გადაწყვეტილების მიღების თეორია-პრაქტიკაში. ეს მიდგომა პირველად რეალიზებული იყო 1981 წელს ვანგისა და იუნის მიერ. ნაშრომში განვითარებულია მრავალკრიტერიალური ფაზი-ინტუიციონისტური გადაწყვეტიულების მიღების მოდელი. კრიტერიუმების წონების მიღებისთვის გამოყენებულია სამი განსხვავებული მეთოდი. მოცემულია მათი გამოთვლის კონკრეტული სქემები. ნაშრომი შეიძლება იქნეს განხილული შემდეგი ძირითადი მიმართულებით: 1. ფაზი-TOPSIS მეთოდოლოგიის შესწავლა და ამოცანის გადაწყვეტის ეტაპების გააზრება ფაზი-ინტუიციონისტური არგუმენტების შემთხვევაში. 2. გადაწყვეტილების მიღების მოდელის რეალიზაცია წონების მიღების სამი განსხვავებული მეთოდისთვის. 3. კერძო მაგალითებზე დაყრდნობით ფაზი-TOPSIS მეთოდის მუშაობის დემონსტრირება.
მიმაგრებული ფაილები:
ფაზი-TOPSIS მიდგომა და პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება მრავალკრიტერიალური ფაზი-ინტუიციონისტური გადაწყვეტილების მიღების მოდელისთვის [ka]ფაზი-TOPSIS მიდგომა და პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება მრავალკრიტერიალური ფაზი-ინტუიციონისტური გადაწყვეტილების მიღების მოდელისთვის [ka]