ka | en
Company Slogan TODO

თეთრი ვირთაგვას ღვიძლის ქსოვილში სტრესით ინდუცირებული ზოგიერთი ბიოქიმიური პარამეტრის შესწავლა

ავტორი: მარიამი აფრასიძე
საკვანძო სიტყვები: ფსიქო-ემოციური სტრესი, ჰეპატოპროტექტორი კარსილი, ანტიოქსიდანური სისტემა, ღვიძლის ფუნქციები
ანოტაცია:

მარიამ აფრასიძის სამაგისტრო ნაშრომში „თეთრი ვირთაგვას ღვიძლის ქსოვილში სტრესით ინდუცირებული ზოგიერთი ბიოქიმიური პარამეტრების შესწავლა” განხილულია ხანგრძლივი ფსიქო-ემოციური სტრესის პირობებში ვირთაგვას ღვიძლის ქსოვილის მიტოქონდრიებსა და ციტოპლაზმაში ანტიოქსიდანტური სისტემის მდგომარეობა ფერმენტების სუპეროქსიდდისმუტაზასა და კატალაზას აქტივობების მაგალითზე, ასევე შესწავლილია ასპარტატ- და ალანინ-ამინოტანსფერაზების აქტივობების ცვლილება და ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვის განვითარების ხარისხი მალონილდიალდეჰიდის, როგორც ზეჟანგური ჟანგვის საბოლოო პროდუქტის რაოდენობრივი ცვლილების შესაბამისად. კვლევის შედეგად დადგენილ იქნა, რომ პრეპარატი კარსილი, ცნობილი თავისი ჰეპატოპროტექტორული ფუნქციით, ასევე წარმატებით მოქმედებს ღვიძლის ფუნქციებზე ხანგრძლივი ფსიქოემოციური სტრესის ფონზე.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com