ka | en
Company Slogan TODO

მაგნიტური ველისა და დინების გენერირება/გაძლიერება კომპაქტური ვარსკვლავების გარე შრეში შებრუნებული დინამოს მექანიზმით

ავტორი: მარიამ ალბექიონი
საკვანძო სიტყვები: კომპაქტური ვარსკვლავის ატმოსფერო, შებრუნებული დინამოს მექანიზმი, სიჩქარული და მაგნიტური ველები
ანოტაცია:

ნაშრომში განხილულიაკომპაქტური ვარსკვლავების გარე შრეში მაგნიტური ველისა და სიჩქარის ველის გენერაციის პირობების მოძიება შებრუნებული დინამოს მექანიზმით. აღნიშნული თემის დამუშავებისას განვიხილეთ ვარსკვლავებისა და კომპაქტური ობიექტების ატმოსფეროს შემადგენლობა და ნატიფი სტრუქტურა. შესაბამისი მათემატიკური აპარატის დახმარებით შევისწავლეთ და დავახასიათეთ წონასწორული სტრუქტურები. გამოვიკვლიეთ დინების აჩქარებისა და მაგნიტური ველის გენერირების ამოცანები. საწყის ეტაპზე ამოცანისთვის შერჩეული ფიზიკური და მათემატიკური მოდელის საფუძველზე ჩავწერეთ აღმწერი განტოლებები ორსითხოვანი არაგადაგვარებული პლაზმისთვის. შემდეგ გავითვალისწინეთ სიმკვრივით განზოგადება და გადაგვარების ეფექტი კომპაქტური ვარსკვლავის გარე შრისთვის , განვიხილეთ ელექტრონულ-იონური პლაზმა. ჩავწერეთ ჩაკეტილი განტოლებები შებრუნებული დინამოსთვის, ბერნულის განტოლებაში წნევის წევრის გათვალისწინებით. ამის მეშვეობით შევისწავლეთ მაგნიტური ველისა და დინების გენერირება/გაძლიერების ამოცანა კომპაქტური ვასკვლავების გარე შრეში. საბოლოოდ შევაფასეთ მიღებული შედეგები სხვადასხვა რეალისტური ასტროფიზიკული ობიექტების შემთხვევისთვის.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com