ავტორიზაცია
N-β-(4-ნიტროფენილ)-მანოპირანოზილამინისა და მისი წარმოებულების სინთეზი
ავტორი: ნანა ჩამაგუასაკვანძო სიტყვები: #კონდენსაცია #2, 3;5, 6-დი-0-იზოპროპილიდენმანოფურანოზიდი
ანოტაცია:
N-β-(4-ნიტროფენილ)-მანოპირანოზილამინისა და მისი წარმოებულების სინთეზი ნახშირწყლების წარმოებულების სინთეზი და მათი ბიოლოგიური აქტიურობის შესწავლა მნიშვნელოვან პროცესს წარმოადგენს სხვადასხვა დაავადების პრევენციის მიმართულებით. ამ მხრივ, კი დიდ ყურადღებას იპყრობს ნიტროზო (-N=O) ჯგუფის შემცველი ნაერთები. შესწავლილია, რომ NO მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედული მეტაბოლიზმის რეგულაციაში. ის მოქმედებს როგორც ვაზოდილატორი, მონაწილეობს იმუნური სისტემის, ნერვული სისტემის, ფუნქციონირებაში, არეგულირებს უჯრედების აპოპტოზსა და პროლიფერაციას. ჩვენი სამუშაოს მიზანი იყო N–გლიკოზიდების სინთეზი. საწყის ნივთიერებად აღებულ იქნა მანოზის და აცეტონის კონდენსაციის პროდუქტი - 2,3;5,6-დი-0-იზოპროპილიდენ-მანოფურანოზიდი (1). ამ უკანასკნელის კონდენსაციით ნიტროანილინთან სინთეზირებულ იქნა N-β-(4-ნიტროფენილ)-მანოფურანოზილამინი. რეაქცია მიმდინარეობს შემდეგი სქემით: სინთეზირებულ ნაერთთა აღნაგობა დადგენილ იქნა კვლევის ფიზიკო–ქიმიური მეთოდებით.