ka | en
Company Slogan TODO

P-ტოლილN-β-D-გალაქტოპირანოზილამინისა და მისი წარმოებულების სინთეზი”

ავტორი: ნათია კილაძე
საკვანძო სიტყვები: #გალაქტოზილამინი #პ-ტოლუიდინი #ნიტროზირება
ანოტაცია:

ანოტაცია კილაძე ნათია P-ტოლილN-β-D-გალაქტოპირანოზილამინისა და მისი წარმოებულების სინთეზი” ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ი.ჭავჭავაძის პრ .3 უკანასკნელ წლებში ახალი, ბიოლოგიურად და ფარმაკოლოგიურად აქტიური ნაერთების სინთეზის მიზნით, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ნახშირწყლების მოდიფიკაციას სხვადასხვა ტიპის ორგანული ნაერთებით. ლიტერატურაში მწირი ინფორმაცია არსებობს ნახშირწყლებზე, რომლებიც შეიცავენ ნიტროზოჯგუფს. ბიოლოგიურად აქტიური ორგანული ნაერთების მოდიფიკაციისათვის გლიკოზიდების გამოყენებამ შეიძლება შეცვალოს ერთის მხრივ მათი ბიოლოგიური და ფიზიოლოგიური მოქმედება, ხოლო მეორეს მხრივ – შეამციროს მათი ტოქსიურობა N-ნიტროზო–გალაქტოზილამინის სინთეზის მიზნით საწყის ნაერთად აღებულ იქნა D–გალაქტოზის (1) კონდენსაციის პროდუქტი პ-ტოლუიდინთან - N-p-ტოლილ-β–D–გალაქტოპირანოზილამინი (2), რომლის აცეტილირებით პირიდინის არეში მიღებულ იქნა N-β-(პ–ტოლილ)–2,3,4,6–ტეტრა–O-აცეტილ–D-გალაქტოპირანო¬ზილამინი (3) შემდეგი სქემის მიხედვით: სინთეზირებული ნაერთთა აღნაგობა დადგენილ იქნა კვლევის ფიზიკო–ქიმიური მეთოდებით.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com