ავტორიზაცია
არილ-N-გლიკოზიდების და მათი წარმოებულების სინთეზი
ავტორი: ქეთევანი ონაშვილისაკვანძო სიტყვები: გლიკოზიდი, გლუკოზა, მანოზა, ინფრაწითელი სპექტროსკოპია, ულტრაიისფერი სპექტროსკოპია
ანოტაცია:
უკანასკნელ წლებში ახალი, ბიოლოგიურად და ფარმაკოლოგიურად აქტიური ნაერთების სინთეზის მიზნით, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ნახშირწყლების მოდიფიკაციას სხვადასხვა ტიპის ორგანული ნაერთებით. ლიტერატურაში მწირი ინფორმაცია არსებობს ნახშირწყლებზე, რომლებიც შეიცავენ ნიტროზოჯგუფს. ბიოლოგიურად აქტიური ორგანული ნაერთების მოდიფიკაციისათვის გლიკოზიდების გამოყენებამ შეიძლება შეცვალოს ერთის მხრივ მათი ბიოლოგიური და ფიზიოლოგიური მოქმედება, ხოლო მეორეს მხრივ – შეამციროს მათი ტოქსიურობა. N-ნიტროზო–გლიკოზილამინების სინთეზის მიზნით საწყის ნაერთებად აღებულ იქნა D-გლუკოზისა (1) და D-მანოზის (2) კონდენსაციის პროდუქტები პ-ამინობენზოისმჟავას ეთილის ეთერთან: N-β-(პ-ამინობენზოისმჟავას ეთილესთერილ)-D-გლუკოპირანზილამინი (3) და N-(პ–ამინობენზოისმჟავას ეთილესთერილ)–D-მანოპირანოზილამინი (4). სინთეზირებული ნაერთების ნიტროზირებით ნატრიუმის ნიტრიტით მიღებულ იქნა შესაბამისი ნიტროზოწარმოებულები.სინთეზირებულ ნაერთთა აღნაგობა დადგენილ იქნა კვლევის ფიზიკო–ქიმიური მეთოდებით.
მიმაგრებული ფაილები:
სამაგისტრო ნაშრომი [ka]