ka | en
Company Slogan TODO

გარდამავალ მეტალ ჰაფნიუმის ოქსიდზე მემრისტორის მიღება და კვლევა

ავტორი: ზაზა ჩუბინიძე
საკვანძო სიტყვები: მემრისტორი, ჰაფნიუმის ოქსიდი, მაგნეტრონული გაფრქვევა, ჟანგბადის ვაკანსია
ანოტაცია:

ა ნ ო ტ ა ც ი ა ნაშრომში წარმოდგენილია ჰაფნიუმის ოქსიდის აქტიურ შრიანი მემრისტორის მიღებისა და კვლევისათვის საჭირო მოწყობილობების კომპიუტერული პროგრამების შემუშავება, პარამეტრების გაზომვებისა და შედეგების კომპიუტერიზაცია. კომპიუტერიზაციის მთავარი მიზანი იყო, მემრისტორში შემავალი ჰაფნიუმის ოქსიდების ფენების ელექტრო-ფიზიკური პარამეტერბის შესწავლა, მემრისტორის მიღების ოპტიმალური ტექნოლოგიური პროცესების დადგენისათვის. გაზომვების და კონტროლის ავტომატიზაცისთვის, პროგრამირება განხორციელდა თანამედროვე Dataflow, კერძოდ LabVIEW-პროგრამირებით. კვლევაში გადაწყვეტილია სხვადასხვა ძირითადი ამოცანები როგორებიცაა, მემრისტორის მისაღებად საჭირო სხვადასხვა აქტიური ფენების რენდგენო სტრუქტურული ანალიზისათვის სპექტრების ჩამწერის, ძაბვა-ტევადობის (C-V) მახასიათებლების გაზომვების, მემრისტორის ძაბვა-დენის ( I-V ) მახასიათებლების, კომპიუტერულად მართვადი მოწყობილობების და პროგრამების შექმნა. მაგნეტრონული გაფრქვევით ჟანგბადის და არგონის სხვადასხვა პარციალურ წნევებზე, მიღებულ იქნა ჰაფნიუმის ოქსიდები. ცალკეული ჰაფნიუმის ოქსიდური ფირებისთვის ჩატარდა რენდგენო-სტრუქტურული ანალიზი და გაიზომა ვოლტ–ფარადული (C-V) მახასიათებლები, რის საფუძველზეც შეიქმნა მემრისტორის სტრუქტურა და გაიზომა მისი ძაბვა-დენის ( I-V ) მახასიათებლები. ჩატარებული შესაბამის გაზომვებიდან შეჯამდა შედეგები და გაკეთდა საერთო დასკვნები, რომლებითაც დადგინდა, რომ მიღებული მემრისტორი სრულად აკმაყოფილებს მის წინაშე წაყენებულ მოთხოვნებს.


მიმაგრებული ფაილები:

სამაგისტრო ნაშრომი ზაზა ჩუბინიძე [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com