ავტორიზაცია
ულტრამიკრო რაოდენობა ქლორიდების ფოტომეტრული განსაზღვრა ბუნებრივ ობიექტებში
ავტორი: ნინო გიორგაძესაკვანძო სიტყვები: ქლორიდები, ტურბიდიმეტრია, ფოტომეტრია, ვერცხლისწყლის (II) დიფენილკარბაზონატი
ანოტაცია:
ბუნებრივ ობიექტებში მიკრო- და ულტრამიკრო რაოდენობა ქლორიდების კლასიკური მოცულობითი მეთოდებით განსაზღვრა რთული და ხანგრძლივი პროცესია. ჩვენი მიზანი იყო შეგვესწავლა ბუნებრივ ობიექტებში (წყლები, ნიადაგი, საკვები პროდუქტები, ქვანახშირი და სხვა) ქლორიდების ფოტომეტრული მეთოდებით განსაზღვრის შესაძლებლობა. ამ მიზნით შევარჩიეთ ტურბიდიმეტრული ( საანალიზო ფორმა AgCl ) და ფოტომეტრული ( რეაგენტი ვერცხლისწყლის დიფენილკარბაზონატი ) მეთოდები. მეთოდების მგრძნობიარობისა და განმეორებადი შედეგების მიღების მიზნით შევისწავლეთ ვერცხლისწყლის დიფენილკარბაზონატის და ვერცხლის ქლორიდის სუსპენზიის ოპტიკურ სიმკვრივეზე ხსნარის მჟავიანობის, რეაგენტების და ეთანოლის რაოდენობის გავლენა, აგრეთვე მისი მდგრადობა დროში. მიღებული შედეგების გათვალისწინებით ქლორიდების ფოტომეტრული განსაზღვრის შერჩეული ვარიანტები 50-100 - ჯერ უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე მიკრო მერკურიმეტრული მეთოდი. სტანდარტული სინჯების ანალიზის, პარალულური განსაზღვრებისა და დანამატის მეთოდით მიღებულმა შედეგებმა გვიჩვენა, რომ ბუნებრივ ობიექტებში მიკრორაოდენობა ქლორიდების განსაზღვრის ფოტომეტრული მეთოდების ფარდობითი ცდომილება 5 %-ზე ნაკლებია. დასაშვებ ზღვრებშია საშუალო, სტანდარტული და საშუალო ფარდობითი გადახრები.
მიმაგრებული ფაილები:
ულტრამიკრო რაოდენობა ქლორიდების ფოტომეტრული განსაზღვრა ბუნებრივ ობიექტებში [ka]