ავტორიზაცია
ბორის მრავალატომიან სპირტებთან და შაქრებთან წარმოქმნილი კომპლექსნაერთების გამოყენება ანალიზურ ქიმიაში
ავტორი: ნინო გიგინეიშვილისაკვანძო სიტყვები: ბორი, კომპლექსური მჟავები, მრავალატომიანი სპირტები, შაქრები
ანოტაცია:
ბორს პირობითად მიაკუთვნებენ ესენციალურ მიკროელემენტთა რიცხვს. იგი ამ რაოდენობით სტაბილურადაა ადამიანის ორგანიზმში. მონაწილეობს კალციუმის, მაგნიუმისა და ფოსფორის მეტაბოლიზმის პროცესებში და აუცილებელია ძვლოვანი სისტემის ნორმალურ მდგომარეობაში შენარჩუნებისთვის. ბორით მიწისქვეშა წყლების დაბინძურების წყაროს წარმოადგენენ ბორშემცველი დანალექი, სილიკატური და სხვა ქანები, ასევე ქარხნები კომუნალური წყლები და სასუქები. ბუნებრივ წყლებში ბორი ბორისმჟავას იონების სახითაა. ტუტე წყლები უფრო მდიდარია ბორით, ვიდრე ხისტი წყლები. დაბალი მინერალიზაციის მიწისქვეშა წყლებში მისი შემცველობა 0.01-0.1 მგ/ლ-ია. ხოლო მინერალიზირებულ ტუტე წყლებში 1-10 მგ/ლ და მეტს აღწევს. ასეთი წყლის სასმელად გამოყენება უსაფრთხო არ არის. დადგენილია რომ სასმელ წყალში ბორის შემცველობა ლიმიტირებულია და 0.3 მგ/ლ-ია. მილიგრამული რაოდენობა ბორის განსაზღვრისათვის, საქართველოს ბუნებრივ წყლებში, გამოვიყენეთ ბორის მჟავას თვისება წარმოქმნას ძლიერი კომპლექსური მჟავები მრავალატომიან სპირტებთან და შაქრებთან, რომლებიც იტიტრება ტუტით. მატრიცული ელემენტების ხელისშემშლელი გავლენის თავიდან ასაცილებლად გამოვიყენეთ: იონგაცვლითი ქრომატოგრაფიისა და ჰიდროლიზური დალექვის მეთოდები. ანალიზის სისწორე და განმეორებადობა შემოწმებულია ,,აღებულია-მიღებულიას’’ მეთოდით მოდელურ ხსნარებში. წყლებში ბორის განსაზღვრის შედეგები შედარებული იქნა სტანდარტული _ ფლუორიმეტრული მეთოდით მიღებულ შედეგებთან. ფარდობითი ცდომილება არ აღემატება ≈5%-ს. აგრეთვე ბორი განსაზღვრული იქნა ბორშემცველი სილიკატის სტანდარტულ ნიმუშებში. მიღებულია დამაკმაყოფილებელი შედეგები. ფარდობითი ცდომილება არ აღემატება ≈3%-ს.
მიმაგრებული ფაილები:
ბორის მრავალატომიან სპირტებთან და შაქრებთან წარმოქმნილი კომპლექსნაერთების გამოყენება ანალიზურ ქიმიაში [ka]