ავტორიზაცია
,,დურუჯი-ავანისხევის /ყვარლის რაიონი/ შუამდინარეთის გეოლოგია და დურუჯის წყების ლითოლოგია
ავტორი: გიორგი კიკოლაშვილისაკვანძო სიტყვები: შიდა კახეთის დურუჯი-ბურსას ლითოლოგიური აგებულება, მათი ანალიზი და შესწავლა
ანოტაცია:
ანოტაცია სამაგისტრო ნაშრომში წარმოდგენილია დურუჯი-ბურსას შუამდინარეთის გეოლოგიური შესწავლისა და ამ ტერიტორიაზე გამოვლენილი დურუჯის წყების ქვიშაქვების ლითოლოგიის საველე გეოლოგიური და კამერალური შესწავლის შედეგები. რადგან კონკრეტული, შედარებით მცირე ფართის შესწავლა მათი ამგები სტრატიგრაფიულ-სტრუქტურული და მაგმატურ-მეტალოგენიური პრობლემების გარკვევის შესაძლებლობას არ იძლევა, ჩემი ნაშრომის ხელმძღვანელის რჩევითა და თანამონაწილეობით, საველე გეოლოგიური სამუშაოები დავგეგმეთ ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე ალაზანგაღმა კახეთის ტერიტორიის ამგები კომპლექსების გაცნობისა და აღნიშნული პრობლემების გაცნობის მიზნით რეგიონული მარშრუტები შევასრულეთ მდინარეების სტორის, ლოპოტისა და შოროხევის აუზებში; მეორე ეტაპზე - უკვე დეტალური გეოლოგიური მარშრუტებით მოვიცავით დურუჯი ბურსას შუამდინარეთი და მდ. ჩელთის სათავეების მომიჯნავე ტერიტორია. პირველი ეტაპის საველე გეოლოგიური სამუშაოების მონაცემებისა და არსებული ფონდური და გამოქვეყნებული გეოლოგიური მონაცემების საფუძველზეა მოცემული ნაშრომში თავები მიძღვნილი ალაზანგაღმა კახეთისგეოლოგიური შესწავლილობის ისტორიის, გეოტექტონიკური მდებარეობის, ტექტონიკური აგებულებისა და სტრუქტურული თავისებურების, აგრეთვე რეგიონის სტრატიგრაფიულ-ლითოლოგიური აგებულების შესახებ.დურუჯი-ბურსას შუამდინარეთში შესრულებული დაკვირვების შედეგად შესრულდა ამ ტერიტორიის გეოლოგიური რუკა 1:50000 მასშტაბში, რმელზეც დაფიქსირებულია სტორი-ლოპოტის ანტიკლინის ღერძული ზოლი, მაწიმის, კეხნამედანის, ცენტრალური და ჩრდილო სიღრმული რღვევები და დურუჯის ფართე სინკლინური სტრუქტურა გართულებული შესხლეტვა-ნასხლეტის ტიპის დიზუნქტიური სტრუქტურებით. დურუჯი- ბურსის შუამდინარეთის დეტალური სტრატიგრაფიულ-ლითოლოგიური დახასიათება მოცემულია ნაშრომის შესაბამის თავში, რომელშიც ტუარსული ნალექები, ერთგვაროვნებისა და ფაუნისტური მონაცემების სიმწირის გამო, გაერთიანებულია ქვედა და შუა ქვესართულები, ხოლი ზედა ქვესართული იყოფა ორ-ჩრდილოურ და სამხრულ ფაციესურ ზონებად. ნაშრომში მოყვანილია დურუჯის წყების ქვიშაქვების სტრუქტურულ-ლითოლოგიური ჭრილი მდ. ბურსას კალაპოტში, წყების ამგები დანალექი ქანების შლიფების აღწერა და მათი სახესხვაობების ლითოლოგიური დახასიათება. დადგინდა, რომ დურუჯის წყება შედგება 3 ლითოლოგიურად განსხვავებული დასტისაგან: ქვედა-სქელი და მასიურშრეებრივი საშუალო და მსხვილმარცვლოვანი პოლიმიქტურიქვიშაქვებისაგან, რომლებიც ზოგჯერ გრაველიტებში გადადიან. ქვიშაქვის შრეების გამყოფია მიკროშრეებრივი ალევროპელიტური ფიქლები. შუა-არგილიტის ტიპის პელიტოლითები, ზოგან თიხაფიქლებშია გადასული,ერთეული ქვიშაქვების შრეებით. ზედა- საშუალო და სქელშრეებრივი, წვრილ და საშუალომარცვლოვანი არკოზული და პოლიმიქტური ქვიშაქვები, თხელშრეებრივი თიხაფიქლების შუაშრეებით. დეპარტამენტის ლაბორატორიაში შესრულებულდა ქანების სილიკატური ანალიზი, განისაზღვრა მათი უხსნადი ნაშთი, რაც ნაშრომში შესაბამისი ანალიზით არის მოცემული.
მიმაგრებული ფაილები:
დურუჯი-ავანისხევის /ყვარლის რაიონი/ შუამდინარეთის გეოლოგია და დურუჯის წყების ლითოლოგია [ka]