ka | en
Company Slogan TODO

საყდრისის საბადოს ყაჩაღიანის უბნის სტრუქტურა და გენეზისი (ბოლნისის მადნიანი რაიონი)

ავტორი: გუგა სადრაძე
ანოტაცია:

საბაკალავრო ნაშრომის საყდრისის საბადოს ყაჩაღიანის უბნის სტრუქტურა და გენეზისი (ბოლნისის მადნიანი ველი) საკვლევ ამოცანებს წარმოადგენს საყდრისის საბადოს ყაჩაღიანის უბნის მადანშემცავი ვულკანოგენურ-დანალექი ფორმაციის სტრუქტურის, შედგენილობის და ქანების ტექსტურული თავისებურებების დახასიათება; გამადნების გენეზისის საკითხების დაზუსტება. ნაშრომი შედგება შესავლის, 5 თავის, 2 ქვეთავის, დასკვნის და ციტირებული ლიტერატურის სიისაგან. ნაშრომში მოცემულია როგორც საყდრისის საბადოს ყაჩაღიანის უბნის ასევე მთლიანად ბოლნისის მადნიანი რაიონის გეოლოგიური, ტექტონიკური და მეტალოგენიური პოზიცია. გეოლოგიური აგეგმვის საფუძველზე მოცემულია ყაჩაღიანის უბნის მაშავერას წყების რიოდაციტური მადანშემცავი (დედა ქანები, host rocks) ფორმაციის სტრუქტურული აგებულება და ვულკანოგენურ-დანალექი ფაციესების დახასიათება. ოქრო-პოლიმეტალური ეპიგენეტური ყაჩაღიანის საბადოს ფარგლებში იდენტიფიცირებულია ჰიდროთერმალური in situ ბრექჩიები, როგორც ძირითადი მადანშემცავი ქანები. დადგენილია, რომ ბრექჩირების გამომწვევი პროცესები მჭიდროდ არის დაკავშირებული ჰიდროთერმულ მინერალიზაციასთან, კერძოდ კი ძვირფასი მეტალების გამოლექვასთან. განხილულია ჰიდროთერმალური ბრექჩიის წარმოშობის ჰიდრავლიკური მოდელი. ჰიდროთერმული ბრექჩიების იდენტიფიკაცია მიჩნეულია მნიშვნელოვან საძიებო კრიტერიუმად ყაჩაღიანის საბადოს და ბოლნისის რაიონის მადანშემცავი ქანების ძებნა-ძიებისთვის. საბაკალავრო ნაშრომში ასევე ყურადღება გამახვილდა გეოლოგიურ სამეცნიერო ლიტერატურაში ტერმინის „მეორადი კვარციტი“ არასწორად გამოყენებას. საბაკალავრო ნაშრომის ავტორი ეთანხმება ჰიდროთერმულად გაკვარცებული (გაკაჟებული) წარმონაქმნების აღმნიშვნელ დაზუსტებულ ტერმინად „ჰიდროთერმული სილიციტის“ გამოყენებას.


მიმაგრებული ფაილები:

საყდრისის საბადოს ყაჩაღიანის უბნის სტრუქტურა და გენეზისი /ბოლნისის მადნიანი რაიონი/ [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com