ka | en
Company Slogan TODO

ციანობაქტერია Spirulina-ს ძირითად ცილა ფიკოციანინზე მეტალთა იონების Сo(II), Cr(VI), Mn(II), Mg(II) და მეტალთა ბინარული სისტემის გავლენა

ავტორი: ანა წუწუნავა
საკვანძო სიტყვები: ბიორემედიაცია, ფიკოციანინი, მძიმე მეტალები
ანოტაცია:

მტკნარი წყლის გაწმენდის თანამედროვე ბიოტექნოლოგიები მოითხოვს ისეთი ორგანიზმების მოძებნას, რომლებიც მაქსიმალურად ეფექტურად მოახდენენ პოლუტანტების უტილიზაციას. მძიმე მეტალების ბიოსორბცია მიკროწყალმცენარეების მეშვეობით ბიორემედიაციის ეფექტური მეთოდია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მეტალების კვალური კონცენტრაციების მოცილება მეორადი ტოქსიკური ნარჩენების წარმოქმნის გარეშე. ამიტომ ბიორემედიაცია მძიმე მეტალებიდან წყლის რესურსების გაწმენდის ერთ-ერთ პერსპექტიულ ალტერნატიულ საშუალებად განიხილება. რადგანაც წყლის ბიოლოგიური გასუფთავების სისტემები, როგორც წესი, ფუნქციონირებენ ბუნებრივ პირობებში, წყალმცენარეების მეტაბოლიზმის მიმართულებასა და განვითარებაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი. ამ თვალსაზრისით ძალიან პერსპექტიულია მწვანე და ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები, რომელთაც გარემო პირობების ცვლილების მიმართ სწრაფი ადაპტაციის უნარი გააჩნიათ. მიკროორგანიზმების უჯრედთა ზედაპირები, რომელიც შედგება პოლისაქარიდების, ცილების და ლიპიდებისაგან, მოქმედებენ როგორც მძიმე მეტალების ძირითადი შეკავშირების ადგილები. სამუშაო მიზნად ისახავდა მეტალთა იონებისა და მეტალთა ბინარული სისტემის გავლენის შესწავლას ლურჯ-მწვანე წყალმცენარე (ციანობაქტერია) Spirulina-ს ძირითად ცილა ფიკოციანინზე (ფც) სპექტრალური მეთოდებით. დასახული მიზნის განსახორციელებლად, სპექტროსკოპული მეთოდების დახმარებით შესწავლილი იქნა ფიკოციანინზე მეტალთა იონების Co2+, Cr(VI), Mn2+, Mg2+-ის და მეტალთა ბინალური სისტემის გავლენა. ნაჩვენები იქნა, რომ C-phycocyanin-ს ახასიათებს მაგნიუმის, მანგანუმის, ქრომისა და კობალტის ბიოსორბციის უნარი და ბიოსორბციის ხარისხი და ეფექტურობა დამოკიდებულია ხსნარში ამ მეტალების კონცენტრაციაზე. ბიოგენური (Na+) და ტოქსიკური (Cd2+) მეტალების თანაობისას მაგნიუმის, მანგანუმის, ქრომისა და კობალტის C-phycocyanin-თან ურთიერთქმედების ეფექტურობის რიგი იცვლება, რაც განპირობებულია კონკურენციით C-phycocyanin-ის აქტიური ცენტრების დასაკავებლად.


მიმაგრებული ფაილები:

ციანობაქტერია Spirulina-ს ძირითად ცილა ფიკოციანინზე მეტალთა იონების Co(II), Cr(VI), Mn(II), Mg(II) და მეტალთა ბინარული სისტემების გავლენა [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com