ავტორიზაცია
აკრძალული ლეპტონური პროცესების ექსპერიმენტული შესწავლა მიუონური ატომების საშუალებით
ავტორი: გოგიტა პაპალაშვილისაკვანძო სიტყვები: სტანდარტული მოდელი, აკრძალული პროცესი, ლეპტონური არომატი, მიუონური ატომი
ანოტაცია:
ნაშრომში განხილულია აკრძალული ლეპტონური პროცესი, კერძოდ კი მიუონურ ატომში მიუონის ელექტონში გადასვლა (კონვერსია) ნეიტრინოებს დაბადების გარეშე μN→eN. სტანდარტულ მოდელში ეს პროცესი აკრძალულია, რადგანაც იგი არღვევს ლეპტონური არომატის შენახვის კანონს დამუხტული ლეპტონებისთვის. μ→e პროცესის ექპერიმენტული შესწავლა, რეკორდული მგრძნობიარობით, დაგეგმილია COMET (COherent Muon to Electron Transition) ექსპერიმენტში, რომელიც უნდა ჩატარდეს იაპონიაში, J-PARC-ის (Japan Proton Accelerator Research Complex) პროტონულ ამაჩქარებელზე. ქსპერიმენტი დაყოფილია ორ ფაზად: პირველი ფაზა მიაღწევს ერთი შემთხვევის მგრძნობიარობას B(μN → eN)=3x10^(-15), ხოლო მეორეში B(μN → eN)=2.6x10^(-17). სამაგისტრო ნაშრომი მიმოიხილავს COMET ექსპერიმენტის პირველ ფაზას, რომლის განხორციელება 2018 წელს იგეგმება.