ka | en
Company Slogan TODO

დარიშხანი მადნეულის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის ზონის ბუნებრივ ობიექტებში

ავტორი: თეონა იასაღაშვილი
საკვანძო სიტყვები: დარიშხანი, ვერცხლისდიეთილდითიოკარბამატი, ნიადაგი, სპილენძი, რკინა
ანოტაცია:

ბუნებრივი ობიექტების (წყალი , ნიადაგი ) დაბინძურება დიდ საფრთხეს უქმნის, როგორც ბიომრავალფეროვნებას და ეკოსისტემების მთლიანობას, ასევე ადამიანის ჯამრთელობას. გარემოში არსებულ მრავალრიცხოვან სახიფათო ნარჩენებს შორის აღსანიშნავია დარიშხანი , მის მცირე კონცენტრაციასაც კი შეუძლია ტოქსიკური ეფექტების გამოწვევა. დარიშხანის საწარმოო ნარჩენები გვხვდება ძირითადად ნიადაგში და ასევე წყლებში. ნიადაგში ტოქსიკური ნივთიერებების დაგროვების შედეგად თანდათანობით ნიადაგის ქიმიური შედგენილობა იცვლება, ირღვევა გეოქიმიური არისა და ცოცხალი ორგანიზმების ერთიანობა. დარიშხანით ბუნებრივი ობიექტების დაბინძურება მნიშვნელოვან ეკოლოგიურ საფრთხეს წარმოადგენს და საჭიროებს შესაბამისი ზომების მიღებას. ჩვენი სამაგისტრო ნაშრომის მიზანს წარმოადგენდა მადნეულის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის ზონის ბუნებრივ ობიეტებში კერძოდ, მდ. მაშავერას წყლებში ნიადაგებში და ლამებში, ასევე რძის , სიმინდის მარცვლებისა და ბალახის რამოდენიმე ნიმუშში დარიშხანის რაოდენობის განსაზღვრა. ნიადაგებში და ლამებში რკინისა და სპილენძის რაოდენობის დადგენა, დარიშხანის სორბცია ლამებზე. სინჯის აღება, ეტიკეტირება , შენახვა და ტრანსპორტირება წარმოებდა შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტული ორგანიზაციის (ISO) სტანდარტული მეთოდიკით. დარიშხანის განსაზღვრისათვის გამოვიყენეთ ფოტომეტრული მეთოდი. მეთოდს საფუძვლად უდევს დარიშხანის გადადენა არსინის სახით ვერცხლის დიეთილდითიოკარბამატის ქლოროფორმიანი ხსნარის გამოყენებით. სამაგისტრო ნაშრომში წარმოდგენილი ჩატარებული კვლევებით მიღებული შედეგების საფუძველზე დადგინდა რომ, მდ. მაშავერას წყლებში დარიშხანის რაოდენობა არ აღემატება ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას. ჩამდინარე წყლებისთვის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია 0,05 მგ/ლ -ია. რაც აიხსნება მდ. მაშავერას წყლების განზავებით და დარიშხანის სორბციით ლამებზე. ჩატარებული კვლევის მიხედვით, სორბირდა 42 %, 68 % და 90% დარიშხანი ლამებზე. ნიადაგებში და ლამებში დარიშხანის შემცველობა ბევრად აღემატებოდა ზღვრულად დასაშვებ ნორმებს. ნიადაგებში დარიშხანის ზდკ 10 მგ/კგ -ია. დარიშხანით ნიადაგების დაბინძურება წარმოადგენს საშიშროებას, რადგან შესაძლებელია საკვებ პროდუქტებში, ასევე რძეში მოხდეს დარიშხანის ტოქსიკურ დოზამდე გაზრდა., რაც შემდგომში აისახება ადამიანის ჯამრთელობაზე. რძის , სიმინდის მარცვლებსა და ბალახის ნიმუშებში დარიშხანის რაოდენობა შეესაბამებოდა დასაშვებ ნორმებს. ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები შესაბამისად 0,05 მგ/ლ , 0,2 მგ/კგ და 0,2 მგ/კგ -ია. ნიადაგებში და ლამებში სპილენძის რაოდენობა ბევრად აჭარბებდა დასაშვებ ნორმებს. სპილენძის ზდკ ნიადაგებში 3,0 მგ/კგ-ია.


მიმაგრებული ფაილები:

დარიშხანი მადნეულის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის ზონის ბუნებრივ ობიექტებში [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com