ka | en
Company Slogan TODO

ბუნებრივი და ჩამდინარე წყლების პერმანგანატული ინდექსის განსაზღვრის შედეგზე მოქმედი ფაქტორების შესწავლა

ავტორი: მარიამი ბრეგაძე
საკვანძო სიტყვები: პერმანგანატული ინდექსი, ბუნებრივი, ჩამდინარე და სასმელი წყლები
ანოტაცია:

ბუნებრივი, სასმელი და ჩამდინარე წყლების ხარისხის ერთ-ერთი მაჩვენებელია ორგანული ნივთიერებების საერთო შემცველობა, რომლის შეფასებისათვის ფართოდაა გამოყენებული პერმანგანატული ინდექსის განსაზღვრა. სიდიდე ფარდობითია, რადგან პირობების მიხედვით 0,01 N პერმანგანატით იჟანგება გახსნილი ორგანული ნივთიერებების 50-60 %. ჩვენი მიზანი იყო ექსპერიმენტულად შეგვესწავლა და რაოდენობრივად შეგვეფასებინა ფიზიკური და ქიმიური ფაქტორების გავლენა პერმანგანატული ინდექსის განსაზღვრის შედეგზე. ორგანული ნივთერებების საერთო კონცენტრაციის შემდეგ, პერმანგანატული ინდექსი მკვეთრად რეაგირებს ნარევის დუღილის ხანგრძლივობაზე, რომლის ერთი წუთით გაზრდით სიდიდე 1-2 %-ით მატულობს. უხეში შეცდომის მიზეზი შეიძლება გახდეს ქაღალდის ფილტრიც, რომელიც მღვრიე სინჯების გაფილტვრის წინ გულდასმით უნდა გაირეცხოს. პერმანგანატული ინდექსის განსაზღვრის შედეგზე შედარებით ნაკლებია ნარევში პერმანგანატის საწყისი კონცენტრაციის, რეაგენტების დამატების რიგის, თერმული დამუშავების რეჟიმის და ნარევში გოგირდმჟავას კონცენტრაციის გავლენა. მიუხედავად მრავალი ფაქტორისა, რეკომენდებული პირობების ზუსტი დაცვით, შესაძლებელია პერმანგანატული ინდექსის განმეორებადი შედეგების მიღება. პარალელურ განსაზღვრებში ცალკეული შედეგების გადახრა საშუალოდან 0,03-0,04 მგ0/ლ შეადგენს, ხოლო სტანდარტული და ფარდობითი სტანდარტული გადახრები ნაკლებია 0,1-ზე.


მიმაგრებული ფაილები:

ბუნებრივი და ჩამდინარე წყლების პერმანგანატული ინდექსის განსაზღვრის შედეგზე მოქმედი ფაქტორების შესწავლა [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com