ავტორიზაცია
ორაგულის შემცველი სხვადასხვა ასორტიმენტის სურსათის შედარებითი ანალიზი ხარისხობრივ და ასორტიმენტულ ფალსიფიკაციაზე
ავტორი: გვანცა შანშიაშვილისაკვანძო სიტყვები: ორაგული, ფალსიფიკაცია, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები, პჯრ
ანოტაცია:
სასურსათო ბაზარზე პროდუქციის სიმრავლე და მრავალფეროვნება ბუნებრივად აღძრავს კონკურენციას მეწარმეებს შორის, საკუთარი ნაწარმის უკეთ წარმოჩენის და ძვირად რეალიზაცის კუთხით. სამწუხაროდ, უამრავი ნაწარმის ეტიკეტზეზე მითითებული ინგრედიენტების შემადგენლობა ყოველთვის არ ემთხვევა პროდუქტის შიგთავს, რაც ფასიფიკაციის მაგალითია და მომხმარებლების უფლების უხეში დარღვევაა. ფალსიფიცირების შემთხვევები მსოფლიოში გაზრდილია, როგორც ხარისხობრივი ასევე ასორტიმენტული კუთხით. განსაკუთრებით ეს ეხება ძვირად ღირებული ინგრედიენტების შემცველ პროდუქტს. ამ კუთხით აღსანიშნავია ორაგულისებრთა ოჯახის ზოგიერთი, საკმაოდ ძვირად ღირებული ნედლეულის შემცველი პროდუქტები. აღნიშნული პროდუქტების ფალსიფიცირების პრობლემა განსაკუთრებით გამძაფრდა მას შემდეგ რაც 2015 წლის 19 ნოემბერს FDA-ამ (food and drug administration) დაუშვა კომპანია AquaBounty-ს მიერ წარმოებული გენმოდიფიცირებული ორაგულის ადამინის საკვებად გამოყენება აშშ-ში. ტრანსეგენური ორაგული არის პირველი ცხოველი, რომლის გამოყენებაც ადამიანის საკვებად დაიშვა. წლების განმავლობაში მიმდინარეობდა განხილვა ტრანსგენული ორაგულის საკვებად დაშვების თაობაზე, რაც დადებითად შეფასდა აშშ-ში. ცხოველური გმო-პროდუქტის მონიტორინგი საქართველოში არ ხდება. ყოველივე ზემოდ თქმულიდან გამომდინარე, საბაკალავრო ნაშრომის მიზანია ორაგულის შემცვლელი სხვადასხვა ასორტიმენტის სურსათის გამოვლენა ხარისხობრივ და ასორტიმენტულ ფალსიფიკაციაზე და შესაბამისი ეფექტური მეთოდის შერჩევა. საქართველოს აგრარულ ბაზარზე შევარჩიეთ ყველაზე მოთხოვნადი ორაგულისებრთა ოჯახის წარმომედგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან და ავიღე 8 ნიმუში სხვადასხვა სარეალიზაციო პუნქტიდან. გმო ორაგულის დეტექციისთვის და ფალსიფიცირების გამოვლენის მიზნით გამოვიყენეთ პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდი და ელექტროფორეზი. აღნიშნული 8 ნიმუშიდან არცერთში არ გამოვლინდა გენეტიკურად მოდიფიცირების ნიშნები, ფალსიფიცირება გამოვლინდა 1 პროდუქტში.