ka | en
Company Slogan TODO

ენტეროკოკის საწინააღმდეგო ბაქტერიოფაგის გამოყოფა და მისი მოქმედების დიაპაზონის დადგენა

ავტორი: თამარ კობერიძე
ანოტაცია:

ენტეროკოკი არის ბაქტერია, რომელიც ნორმალურ შემთხვევაში არსებობს ადამიანის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და ქალის შარდსასქესო სისტემაში პათოლოგიისა და ინფექციის გამოწვევის გარეშე, ამიტომ იგი ნორმალურ ფლორად, ხოლო ადამიანი მის მატარებლად იწოდება. ბაქტერიას შეუძლია გამოიწვიოს ინფექცია თუ მოხვდება სისხლში, ჭრილობაში, შარდში. ჩვეულებრივ არ იწვევს ინფექციას ჯანმრთელ ადამიანში, მაგრამ შესაძლოა განვითარდეს იმ ადამიანებში, რომელთა იმუნიტეტიც ძლიერაა დაქვეითებული, გადიან ორგანოს გადანერგვას, თირკმლის დიალიზს, სიმსივნის მკურნალობას. სერიოზული ენტეროკოკური ინფექციების დროს ძირითადად გამოიყებნება ანტიბიოტიკი ვანკომიცინი, თუმცა მის მიმართაც რეზისტენტობა ფართოდ გავრცელდა, ხოლო ცნობები ვანკომიცინისადმი რეზისტენტობის შესახებ პირველად 1986 წელს გამოქვეყნდა. ამის შემდეგ ამ პრობლემის ზრდასთან ერთად გაიზარდა ინტერესი ფაგოთერაპიის მიმართ. ბაქტერიოფაგების დადებითი თვისება მდგომარეობს მის სპეციფიურობასა და უვნებლობაში. ნაშრომის მიზანს წარმოადგენდა ანტიბიოტიკორეზისტენტული ენტეროკოკის შტამის მიმართ აქტიური ბაქტერიოფაგების გამოყოფა, გამრავლება და მათი მოქმედების დიაპაზონის შესწავლა. კვლევის შედეგად ჩამდინარე წყლიდან გამოყოფილი იქნა Enterococcus 104 ბაქტერიოფაგი ტიტრით 7.5x104. ადაპტაციისა და კონცენტრირების შემდეგ მისი ტიტრი შეადგენდა 3.6x109. ხოლო აქტივობა აპელმანის მეთოდით იყო 106. შევისწავლეთ Enterococcus 104 ფაგის მოქმედების დიაპაზონი Enterococcus 1, Enterococcus 2, Streptococcus 1, streptococcus 2, Staphylococcus, Escherichia Coli, Pseudomona შტამებზე, რითიც დადასტურდა, რომ Enterococcus 104 ფაგი არის სპეციფიური და არ მოქმედებს სხვა სახეობის ბაქტერიულ შტამებზე.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com