ka | en
Company Slogan TODO

კომპოზიციური მასალები ნახერხისა და ეკოლოგიურად სუფთა შემკვრელების ბაზაზე.

ავტორი: მარიამი რაზმაზაშვილი
ანოტაცია:

სამაგისტრო ნაშრომი ეხება განახლებადი მცენარეული ნედლე¬ულის ხის ნახერხის ბაზაზე ახა¬ლი ეკოლოგიურად სუფთა კომპოზიციების მიღებას ცხლად დაპრესვის მეთოდით, სადაც შემკვრელად და მაარმირებელ აგენტად პირვე¬ლად იქნა გამოყე¬ნე¬ბული სამრეწველო პროდუ¬ქტები ფენეთოქსისილოქსანები PhES-50 და PhES-80, თხევადი მინა და ორგანული პოლიმერები. დადგენილია ახალი ეკო-ლოგიურად უსაფრთხო კომპო¬ზი¬ტების მიღე¬ბის ოპტიმალური პირობები. მიღებული კომპო¬ზიციური მასალები¬სა¬თვის ჩატარებულია ფურიე გარდაქმნის იწ სპექტროსკოპიული გამოკვ¬ლევა, შესწავლილია ზედა¬პირული სტრუქ¬ტურა ოპტიკური და სკანირებადი ელექტრონული მიკრო¬სკო¬¬¬პიით, ენერგო დისპერსიული რენტგენოგრაფიული გამოკვლევებით. აგრეთვე შეს¬წავლილია თერმული, ფიზიკურ–მექანიკური თვისე¬ბები, სი-მტ¬კი¬ცის ზღვარი ღუნვაზე, დარტყმითი სიბ¬ლანტე, თერმომედეგობა ვიკატის მეთო¬დით და წყალშთან¬თქმის კოეფიციენტი. მიღებული კომპოზიციური მასალები არის ეკოლოგიურად სუფთა, ჯანმრთე¬ლო-ბი¬სათვის უსაფრთხო, რომლებიც თავისი ფიზიკურ-მექანიკური თვი¬სე¬ბებით, მიღე-ბის პროცესის სიმარ¬ტივით, მიკროორ¬გა¬ნი¬ზ¬მებისადმი მდგრადობით ბევრად აღემა-ტება თავის ანალოგებს და შესაბამისობაშია იმ საერთა¬შორისო მოთ¬ხოვნებთან, რომე-ლიც მოითხოვს ასეთი მასალებიდან ფორმალდეჰიდის ამოღებას.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com