ka | en
Company Slogan TODO

გვერდით ჯაჭვში ფოტოქრომული ფრაგმენტების შემცველი ორგანოსულოქსანური ჭკვიანი პოლიმერების სინთეზი და დახასიათება

ავტორი: მარიამი ბარნაბიშვილი
ანოტაცია:

ორგანულმა ნაერთებმა მნიშვნელოვანი ყურადღება მიიქცია თავისი ფოტოქ¬რომუ¬ლი თვისებებით. ფოტოქრომული ფრაგმენტების შემცველ პოლიმერებს „ჭკვიანი პოლიმერების“ სახელით მოიხსენიებენ. „ჭკვიანი პოლიმერები“ გამოიყენება ოპ¬ტიკური მონაცემების შესანახად, მეხსიერების ბარათების დასამზადებლად, და როგორც ფოტოგადამრთველები. პოლიმერები ფოტოქრომული ფრაგმენტის შემცვე¬ლო¬ბით, რომლებიც გამოიყენება ოპტიკურ მეხსიერებაში უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს: მდგრადობა გარეშე ფაქტორების მიმართ (ტემპერატურა, სინათლე, ტენიანობა, ელექტრული და მაგნიტური ველები), რომელთა ზემოქმე¬დების შედეგად იცვლება მათი ფერი, უჩნდებათ ელექტრული დენის გატარების უნარი, იცვლიან ფერს და სხვა. ჩვენი სამუშაოს მიზანს წარმოადგენდა ფოტოქრომული ფრაგმენტების შემ¬ცვე¬ლი მეთილსილოქსანური ოლიგომერების სინთეზი. ამ მიზ¬ნით, ჩვენს მიერ შესწავლილია 2,4,6,8-ტეტრა¬მეთილ¬ცი¬კლოტეტრა¬სილოქსანის ჰიდრო¬სი¬¬ლი¬ლირე¬ბის რეაქციები 1-(4-ალილოქსი)ფენილ)-2-(4-ფთორფენილ)დიაზენთან და ვინილ¬ტრიეთოქსისილანთან კარსტედტის კა¬ტალიზატორის თანაობისას და შემდ¬გომ მიღებული პროდუქტის პოლიმე¬რიზაცია ციკლის გახს¬ნით კალიუმის ტუტის და ჰექსამეთილ¬¬დი¬¬სილოქსანის თანაობისას. სინთეზირებული ოლიგომერე¬ბი¬სა¬თვის ჩატარებულ იქნა 1H და13C ბმრ სპექ-ტრული გამოკვლევები; აგრეთვე ჩატარებულ იქნა გელ-შე¬ღ¬წევადი ქრომა¬ტო¬გრაფიული და თერმული გამოკვლევები. შესწავლილია ცის-ტრანს იზომე¬რი¬ზაცია უი სპექტრული გამოკვლევებით.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com