ავტორიზაცია
ორკომპონენტიანი კომპოზიციური მასალები თივისა და ეკოლოგიურად სუფთა შემკვრელის ბაზაზე
ავტორი: მარია ბურდიაშვილიანოტაცია:
საბაკალავრო ნაშრომი ეძღვნება განახლებადი მცენარეული ნედლეულის, თივის და სხვადასხვა ფენეთოქსისილოქსანების (PhES-50, PhES-80), როგორც შემკვრელისა და მაარმირებელი აგენტის და ასევე თხევადი მინის და ორგანული პოლიმერების დახმარებით ცხლად დაპრესვის მეთოდით. მიღებული კომპოზიციური მასალები გაცილებით კარგი ფიზიკურ-მექანიკური თვისებებით ხასიათდებიან (წყალშთანთქმა, თერმომედეგობა, მდგრადობა და ა.შ), ვიდრე, ხის ბურბუშელოვანი ფილა მიღებული ფენოლ-ფორმალდეჰიდური ფისების ბაზაზე. მნიშვნელოვანი არის ის, რომ ვიყენებთ ისეთ შემკვრელ ნივთიერებებს, რომლებიც უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის. კომპოზიციური მასალები მიღებულია სხვადასხვა პირობებში შესადარებლად და დადგენილია კომპოზიტების მიღების ოპტიმალური პირობები. თივისა და სხვადასხვა ორგანული და არაორგანული შემკვრელების ბაზაზე მიღებული კომპოზიციური მასალები მომავალში შეიძლება გამოიყენებული იქნეს სხვადასხვა დანიშნულებით: მშენებლობაში ტიხრებად, კედლებზე და ჭერზე გასაკრავად, სხვადასხვა ავეჯის დასამზადებლად და ასე შემდეგ. უნდა აღინიშნოს ის უპირატესობაც, რომ ამ კომპოზიციური მასალების მიღება მარტივ ტექნოლოგიურ პროცესებთანაა დაკავშირებული.