ka | en
Company Slogan TODO

Web ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ინფორმაციული სისტემები : კონტენტის მართვის სისტემის შემუშავება

ავტორი: ელენა მიქაელიანი
ანოტაცია:

ანოტაცია თავდაპირველად ინტერნეტში ჩართვა ძვირი სიამოვნება იყო, რის საშუალებაც მხოლოდ დიდბიუჯეტიან ორგანიზაციებს ჰქონდათ. მოგვიანებით, 90-იან წლებში, ინტერნეტთან დაკავშირება სატელეფონო ქსელის საშუალებით გახდა შესაძლებელი. ინტერნეტკავშირის უზრუნველსაყოფად საჭირო იყო პერსონალური კომპიუტერი და სპეციალური მოწყობილობა – მოდემი, რომელიც უკვე არც ისე ძვირი ღირდა. ამ დროიდან ინტერნეტის ნამდვილი ბუმი დაიწყო. ინტერნეტაუდიტორია სწრაფად იზრდებოდა, რამაც ბიზნესის ინტერესი გამოიწვია. იმხანად ზოგიერთს ინტერნეტის კომერციალიზაცია დაუშვებლად მიაჩნდა, ვინაიდან მისი ძირითადი დანიშნულება სამეცნიერო დაწესებულებებს შორის ინფორმაციის თავისუფალი გაცვლა იყო, მაგრამ დრომ ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა. ბიზნესი ინტერნეტში აქტიურად დაიძრა, პროგრამისტები და დიზაინერები დაიქირავა. ის, ვინც იმხანად ინტერენტში ინფორმაციას ათავსებდა, ვებგვერდს ქმნიდა, ამაში გარკვეულ ანაზღაურებას იღებდა. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში ინფორმაციის განთავსება ბევრისთვის ჩვეულებრივ, ყოველდღიურ საქმიანობად იქცა, ვებგვერდის შექმნა მაინც რთულ ამოცანად რჩება. ზოგიერთს მიაჩნია, რომ ეს საქმიანობა HTML კოდებსა და პროგრამირებასთან არის დაკავშირებული. ინტერნეტის განვითარებასთან ერთად გაჩნდა ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც არაპროგრამისტს ძალიან უადვილებს ვებგვერდის შექმნას, ეს არის კონტენტის მართვის სისტემები (Content Management System (CMS). კონტენტის მართვის სისტემა ფაილების ერთობლიობას წარმოადგენს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია კონტენტის, დიდი ოდენობის ინფორმაციის, მართვა ინტერნეტში. ასეთი სისტემა ბევრია. მაგალითად : Joomla , Drupal ,WordPress.org და ა.შ. კონტენტის მართვის სისტემები (CMS-ები) ვებგვერდის შექმნის საშუალებას იძლევა. ასეთი სისტემების დიდი ნაწილი უფასოა. ინტერნეტიდან მათი გადმოტვირთვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მათთან მუშაობა არ მოითხოვს პროგრამირების ცოდნას; საჭიროა მხოლოდ მათი მართვის შესწავლა. კონტენტის მართვის სისტემის საშუალებით ვებგვერდის შესაქმნელად: 1. მომხმარებელმა უნდა შეიძინოს ჰოსტინგი (ადგილი ინტერნეტში, რომელზეც განათავსებს თავის კონტენტის მართვის სისტემას (CMS-ს) ანუ ვებგვერდს) 2. და დომეინი (ანუ სახელი. ნებისმიერ ვებგვერდს ჭირდება თავისი სახელი).



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com