ავტორიზაცია
ხანგრძლივი ფსიქო-ემოციური სტრესის გავლენა ორგანიზმში ზოგიერთი ბიოლოგიურად აქტიური ნაერთის შემცველობაზე
ავტორი: შალვა ლეკიაშვილიანოტაცია:
ანოტაცია შესწავლილია ხანგრძლივი სოციალური იზოლაციითა და ბუნებრივი ცირკადული რიტმის დარღვევით გამოწვეული ქრონიკული სტრესის პირობებში ჰიპოკამპსა და სისხლში კატექოლამინების (ნორადრენალინის, ადრენალინისა და დოფამინის) რაოდენობრივი ცვლილებები. მიღებული ექსპერიმენტული მონაცემებიდან გამომდინარე, გამოთქმულია ვარაუდი იმის შესახებ, რომ ტვინის სხვადასხვა სტრუქტურები განსხვავებულად შეიცნობს და აღიქვამს სტრეს-ფაქტორებს. ამის შესაბამისად, განსხვავებული მათი პასუხიც, რაც ასევე გამოიხატება სხვადასხვა ტიპის სტრესის პირობებში კატექოლამინების არაერთგაროვან რაოდენობრივი ცვლილებებით თავის ტვინში, კერძოდ ჰიპოკამპსა და სისხლში. ამავე დროს, კატექოლამინების რაოდენობრივ შემცველობაზე გავლენას ახდენს ხანგრძლივი ქრონიკული სტრესის პირობებში განვითარებული ოქსიდაციური პროცესები.
მიმაგრებული ფაილები:
ხანგრძლივი ფსიქო-ემოციური სტრესის გავლენა ორგანიზმში ზოგიერთი ბიოლოგიურად აქტიური ნაერთის შემცველობაზე [ka]