ავტორიზაცია
ენანტიომერული ნარევების დაყოფის თერმოდინამიკური გამოკვლევა სითხურ ქრომატოგრაფიაში პოლისაქარიდული ქირალური სელექტორების გამოყენებით
ავტორი: გრიგოლი ქურციკიძეანოტაცია:
მოცემულ ნაშრომში განხილულია სითხური ქრომატოგრაფიის მეთოდით გამოკვლეული არილპროპიონის მჟავის ნაწარმის 4 ენანტიომერის დაყოფის სელექტიურობისა და ტემპერატურის ურთიერთდამოკიდებულება. გამოყენებული იქნა 6 სტაციონარული ფაზა და 2 ტიპის მოძრავი ფაზა. ნაშრომის შესრულების მიზანი იყო დაგვედგინა ენანტიომერების დაყოფაზე - ენანტიოსელექტიურ ფაქტორზე (α) თუ რომელი თერმოდინამიკური პარამეტრი- ენთალპია თუ ენტროპია ახდენდა გავლენას. მიღებული ქრომატოგრამებიდან მოვახდინეთ ენანტიოსელექტიური ფაქტორის α-ს გამოთვლა. ამის შემდეგ აიგო ვათ-ჰოფის სელექტიურობის ნატურალური ლოგარითმის (lnα) მრუდი შებრუნებულ აბსოლუტურ ტემპერატურაზე (1/T) დამოკიდებულების მრუდი. ვანთ-ჰოფის მრუდის საშუალებით შესაძლებელი გახდა გამოგვეთალა ენანტიომერული ნარევების ენტროპიებისა და ენთალპიების ცვლილებების სხვაობა და ამის საუძვეელზე შესძლებელი გახდა გვემსჯელა თუ რომელი თერმოდინამიკური პარამეტრი ან პარამეტრები ახდენდნენ ძირითად გავლენას მათ დაყოფაზე.