ka | en
Company Slogan TODO

პროსტატის ქსოვილიდან გამოყოფილი გალაქტოზა სპეციფიკური ლექტინების ეფექტის შეფასება ადამიანის პროსტატის სიმსივნის PC3 უჯრედებზე

ავტორი: გიორგი ნებიერიძე
ანოტაცია:

ნაშრომში განხილულია ადამიანის წინამდებარე ჯირკვლის ჯანმრთელი და სხვადასხვა დიაგნოზის მქონე (1.BPH, კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია; 2.HGPIN, მაღალი ხარისხის ინტრაეპითელური ნეოპლაზია 3. AAH, ატიპიური ადენომატოზური ჰიპერპლაზია; 4. PC, ადენოკარცინომა) დაავადებული ქსოვილის მიტოქონდრიებიდან და ციტოპლაზმიდან გამოყოფილი გალაქტოზა-სპეციფიკური ლექტინის ეფექტი ადამიანის პროსტატას PC3-სიმსივნური ხაზის უჯრედების სიცოცხლი სუნარიანობაზე. კვლევის შედეგად გამოვლენილია PC3-უჯრედების სიცოცხლისუნარიანობის მკვეთრი კლება ყველა ტესტირებული დიაგნოზის მქონე ქსოვილის ციტოპლაზმური ლექტინის ზემოქმედებეით. სხვადასხვა ნახშირწყალ-სპეციფიკურობის მქონე მცენარეული ლექტინების ტესტირებამ უჯრედების სიცოცხლისუნარიანობაზე ცხადყო, რომ PC-3 ხაზის უჯრედების მემბრანის ზედაპირზე ექსპრესირებულია β-გალაქტოზა/N-აცეტილ-გალაქტოზამინ/ლაქტოზა, ასევე მანოზა/N-აცეტილგლუკოზამინ-შემცველი გლიკოკონიუგატები. ადენოკარცინომას და HGPIN როგორც სიმსივნის პრეკურსორი დიაგნოზის ქსოვილის ციტოპლაზმიდან გამოყოფილი ლექტინები ადამიანის პერიფერიული სისხლის ლიმფოციტებზე და ადამიანის პროსტატას PC3-სიმსივნური ხაზის უჯრედების მაგალითზე. მიღებული მონაცემები ცხადყოფს, რომ ტესტირებული ლექტინები ურთიერთქმედებენ PC-3 ხაზის უჯრედების მემბრანის ზედაპირზე განთავსებული გლიკოკონიუგატების შესაბამისი ნახშირწყლოვან კომპონენტთან. PC-3 ხაზის უჯრედების მემბრანის ზედაპირზე ექსპრესირებულია β-გალაქტოზა/აცეტილ-გალაქტოზამინ/ლაქტოზა, ასევე მანოზა/აცეტილგლუკოზამინ-შემცველი გლიკოკონიუგატები. პროსტატის ქსოვილიდან გამოყოფილი გალაქტოზა სპეციფიური ლექტინების გავლენით ადამიანის პროსტატის სიმსივნის PC3 ხაზის უჯრედების კულტურაში მკვეთრად იმატებს აპოპტოზური უჯრედების რიცხვი, რაც არ აღინიშნა ჯანმრთელი ინდივიდების პერიფერიული სისხლიდან მიღებული ლიმფოციტების კულტურაში.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com