ka | en
Company Slogan TODO

მიკრორაოდენობა ოქროს განსაზღვრა ბუნებრივ ობიექტებში

ავტორი: ლია სარდალაშვილი
საკვანძო სიტყვები: ოქრო, მიკრორაოდენობა, როდამინ C, 4-სულფოფენილაზოროდანინი.
ანოტაცია:

ბუნებრივი და სამრეწველო ობიექტების შედგენილობის სირთულე, მათი ზუსტი და სწრაფი ანალიზის მეთოდების აუცილებლობა ქიმიკოს-ანალიტიკოსის წინაშე აყენებს ახალი, მგრძნობიარე, სელექტიური, სწრაფი და საიმედო მეთოდების შექმნის საჭიროებას, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ თანამედროვე მეცნიერებისა და წარმოების კონტროლის მოთხოვნებს. ჩემი ნაშრომის მიზანია მიკრორაოდენობა ოქროს განსაზღვრა ახალი მეთოდების გამოყენებით, რადგან ოქრო იმ ელემენტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა მიკრო-რაოდენობის განსაზღვრა სხვადასხვა საანალიზო ობიექტში მოითხოვს განსაზღვრის სპეციფიური მეთოდების ძიებას. ათვისებულია ოქროს განსაზღვრის ახალი ექსტრაქციულ-ფოტომეტრული და ფოტომეტრული მეთოდები, რომელიც შემუშავებულია ანალიზური და ფიზიკური ქიმიის მიმართულებაზე. რეაგენტებად გამოყენებულ იქნა როდამინ C და 4-სულფო-ფენილაზოროდანინი. ჩვენს მიერ ეს მეთოდები გამოყენებულია ოქროს განსაზღვრი-სათვის საქართველოში არსებულ ოქროს შემცველ მადნებში. ანალიზის შედეგების სისწორე და განმეორებადობა შემოწმებულია აღებულია-მიღებულიას მეთოდით მოდელურ ხსნარებზე და ოქროს განსაზღვრით სტანდარტულ ნიმუშებში. ბუნებრივ ობიექტებში ოქროს განსაზღვრის შედეგები შედარებულია ატომურ-აბსორბციულ და ნეიტრონულ-აქტივაციური მეთოდით მიღებულ შედეგებთან. მიღებული შედეგები დამაკმაყოფილებელია.


მიმაგრებული ფაილები:

მიკრორაოდენობა ოქროს განსაზღვრა ბუნებრივ ობიექტებში [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com