ka | en
Company Slogan TODO

ტერბუტალინის ენანტიომერების დაყოფა კაპილარული ელექტროფორეზის მეთოდით და სელექტორ-სელექტანდის სტრუქტურის გამოკვლევა ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსის მეთოდით

ავტორი: გიორგი ფარულავა
საკვანძო სიტყვები: ციკლოდექსტრინი, კაპილარული ელექტროფორეზი, რაცემატი, ენანტიომერები, ტერბუტალინი, მიგრაციის რიგი, ბირთვული მაგნიტური რეზონანსი
ანოტაცია:

ქირალური ქიმიური ნივთიერებების ენანტიომერული ფორმები ხშირ შემთხვევაში განსხვადებიან ერთმანეთისგან ბიოლოგიური მოქმედებით. ქირალური ნივთიერებების ენანტიომერულად სუფთა სახით მიღება მნიშვნელოვანია ქიმიის სხვადასხვა დარგისთვის. ენანტიომერების ანალიზური დაყოფის მეთოდს წარმოადგენს კაპილარული ელექტროფორეზი ეს მოთოდი ხასიათდება მაღალი ეფექტურობით და მისი საშუალებით შესაძლოა ნივთიერებეთა ეკონომია, ასევე ეკოლოგიურად უსაფრთხოა. ამ ნაშრომში ქირალურ სელექტორებად გამოვიყენეთ სხვადასხვა ტიპის ციკლოდექსტრინები და შევისწავლეთ მათი გავლენა ტერბუტალინის ენანტიომერების მიგრაციის რიგზე კაპილარულ ელექტროფორეზში. ბირთვულ მაგნიტური რეზონანსისა და მოლეკულური მოდელირების მეთოდების გამოყენებით შევისწავლეთ სელექტორ/სელექტანდის კომპლექსების აგებულება, იმ ციკლოდექსტრინისა და ნივთიერების წყვილებისთვის, სადაც მოხდა ტერბუტალინის ენანტიომერების მიგრაციის ცვლილება კაპილარულ ელექტროფორეზში.


მიმაგრებული ფაილები:

გიორგი ფარულავა, საბაკალავრო პრეზენტაცია. [ka]
გიორგი-ფარულავა-საბაკალავრო-ნაშრომი. [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com