ka | en
Company Slogan TODO

ცხიმოვანი მჟავების რაოდენობრივი და თვისობრივი ცვლილებების შესწავლა პროსტატის სიმსივნურ ქსოვილში

ავტორი: ნინო მიქაია
საკვანძო სიტყვები: პროსტატის სიმსივნეები, ლიპიდები, ცხიმოვანი მჟავები.
ანოტაცია:

ცნობილია, რომ ლიპიდები მოიცავენ უნიკალური სტრუქტურის მქონე ბიომოლეკულების ფართო სპექტრს, რაც განპირობებულია ცხიმოვანი მჟვების ჯაჭვების სიგრძის, ორმაგი ბმების რაოდენობისა და ადგილმდებარეობის მრავალფეროვნებით და სტრუქტურებით. ლიპიდების ასეთი მრავალფეროვნების ფუნქციური შედეგები ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გარკვეული. ამავდროულად ცნობილია, რომ ლიპიდები ასრულებენ მრავალ ბიოქიმიურ ფუნქციას სიმსივნის განვითარებისას. მათ სტრუქუტურული როლის გარდა, ლიპიდები მონაწილეობენ სასიგნალო კასკადებში და შესაძლებელია მათი დაშლა ბიოაქტიურ ლიპიდურ მედიატორებად, რომლებიც არეგულირებენ მრავალ კანცეროგენულ პროცესს, მათ შორის უჯრედების ზრდას, მიგრაცაისა და მეტასტაზების წარმოქმნას. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე,სამუშაოს მიზანს წარმოადგენდა : პროსტატის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეებით დაავადებული მამაკაცების სიმსივნური ქსოვილის ცხიმოვანი მჟავების სპექტრის შესწავლა. ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზე გამოვლენილ იქნა, რომ პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნეებით დაავადებული მამაკაცების სიმსივნურ ქსოვილში მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის არაქიდონისა და ოლეინის მჟავების შემცველობა კეთილთვისებიან სიმსივნესთან შედარებით. კეთილთვისებიანი სიმსივნური უჯრედების ცხიმოვანი მჟავების სპექტრში ჩნდება ლიგნოცერინის მჟავი, რაც არ ფიქსირდება ავთვისებიანი სიმსივნური ქსოვილის ცხიმოვანი მჟავების სპექტრში.


მიმაგრებული ფაილები:

პრეზენტაცია [ka]
ცხიოვანი მჟავების რაოდენობრივი და თვისობრივი ცვლილებების შესწავლა პროსტატის სიმსივნურ ქსოვილში [ka]
აბსტრაქტი [en]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com